გადაუდებელი კონტრაცეფცია

გადაუდებელი კონტრაცეფცია გამოიყენება არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, რაც გულისხმობს ინტიმური ურთიერთობის შემდეგ საგანგებო ზომებს.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გადაუდებელი კონტრაცეფცია არ არის გამიზნული მუდმივი გამოყენებისათვის, ამიტომ მთავარი წესი, რომელიც სულ უნდა გვახსოვდეს: ზემოთაღნიშნული მეთოდი – დროში შეზღუდული საგანგებო ღონისძიებაა (მაქსიმუმ 120 საათი).

გადაუდებელი კონტრაცეფცია გამოიყენება ოვულაციისა და განაყოფიერების, ისევე როგორც კვერცხუჯრედის იმპლანტაციის თავიდან ასაცილებლად. ამგვარი პროფილაქტიკური ზომები არ უნდა აგვერიოს აბორტთან. ეს უკანასკნელი გულისხმობს განვითარებადი ორსულობის შეწყვეტას.

სასწრაფო, იგივე პოსტკოიტალური კონტრაცეფცია, როგორც აღვნიშნეთ, გამოიყენება დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ, კონტრაცეფციული საშუალების არასწორად /არაეფექტურად გამოყენების შემთხვევაში, როდესაც:

ექსპერტები რეკომენდაციას აძლევენ გადაუდებელი კონტრაცეფციის შემდეგ მეთოდებს:

გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები ხელს უშლიან ორსულობას ოვულაციის პრევენციით ან შეფერხებით და არ იწვევენ აბორტს. სპილენძის შემცველი სპირალი კი ხელს უშლის განაყოფიერებას. გადაუდებელი კონტრაცეფცია ვერ შეწყვეტს ორსულობას, თუ ის მაინც განვითარდა, ისევე როგორც ვერ მიაყენებს ზიანს განვითარებად ემბრიონს.

მეთოდის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები, კერძოდ: მიღების დრო, მენსტრუალური ციკლის ფაზა, ქალის სხეულის მასის ინდექსი.
მეთოდის ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ეფექტურობა 95%-დან 98%-მდეა, როდესაც გამოიყენება დაუცველი სქესობრივი კავშირიდან ხუთი დღის განმავლობაში. რაც უფრო სწრაფად მივმართავთ გადაუდებელი კონტრაცეპციის ღონისძიებას, მით უფრო მცირდება არასასურველი ორსულობის რისკი.
არ არსებობს აბსოლუტური სამედიცინო უკუჩვენებები გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენებისათვის, ასევე არ არსებობს მისი გამოყენების ასაკობრივი შეზღუდვა.

მუდმივ კონტრაცეფციაზე გადასვლა
გადაუდებელი კონტრაცეციის მეთოდის (ECP) გამოყენების შემდეგ, ქალი ან გოგონა შეიძლება დაუბრუნდეს კონტრაცეფციის მუდმივ მეთოდს (ან დაიწყოს). თუ სპილენძის შემცველი სპირალი გამოიყენება გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის, მაშინ დამატებითი კონტრაცეპტული დაცვა არ არის საჭირო.