კონტრაცეპტივების ეფექტურობის შესახებ ინფორმირებულობა საქართველოში

კონტრაცეპტივების ეფექტურობის შესახებ ინფორმირებულობა საქართველოში

კონტრაცეფციის რომელი მეთოდი მიაჩნიათ საქართველოში ყველაზე ეფექტურად?

2018 წლის მრავალინდიკატორული კვლევის შედეგად, პასუხები ასე გადანაწილდა:

საშვილოსნოსშიდა საშუალებები – 25,50%

მამაკაცის კონდომები – 21,70%

კითხვას ვერ უპასუხა – 18,90%

ორალური კონტრაცეპტივები – 14,20%

ქალის სტერილიზაცია – 6,90%

კვლევაში სხვა მეთოდები, თითქმის არ დასახელებულა.

ყველაზე ეფექტურიდან, ნაკლებ ეფექტურ საშუალებებამდე ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: ქალის სტერილიზაცია, საშვილოსნოს შიდა საშუალებები, ორალური კონტრაცეპტივები, კონდომები.

რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?

შედეგების მიხედვით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ქალების ინფორმირებულობის დონე კონტრაცეფციული მეთოდებისა და მათი ეფექტურობის შესახებ ძალიან დაბალია.

სიტუაციის შეცვლა სწორი ინფორმაციის მიწოდებით შეიძლება, რაც მოიცავს:

  • ფორმალური განათლების სისტემაში შესაბამისი, სანდო ინფორმაციის ინტეგრირებას.
  • ექიმების მხრიდან ხარისხიანი, ინფორმატიული კონსულტაციის გაწევას ოჯახის დაგეგმვის შესახებ.