ორალურ კონტრაცეპტივებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა საქართველოში

ორალურ კონტრაცეპტივებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა საქართველოში

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS2018) თანახმად, საქართველოში, კონტრაცეფციის დაუკმაყოფილებელი საჭიროების დონე 23,1%-ია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ევროპული სტანდარტებით.

ასეთი მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, ერთ-ერთი ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერია. კონტრაცეპტივების ღირებულება მერყეობს, თუმცა მათი ფასი მაინც მაღალია საზოგადოების ნაწილისთვის.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული,
დაფინანსებული მედიკამენტების სია კონტრაცეპტივებს არ მოიცავს. შესაბამისად, ღარიბი ქალებისთვისა და მოზარდებისთვის მათი შეძენა პრობლემას წარმოადგენს. თანამედროვე მეთოდებზე წვდომის ბარიერები, მათი გამოყენების დაბალ მაჩვენებელს განაპირობებს, რაც არასასურველი ორსულობითა და ხშირ შემთხვევაში აბორტით სრულდება.