ორსულობა, მშობიარობა და ძუძუთი კვება

ორსულობა, მშობიარობა და ძუძუთი კვება

არიან თუ არა ორსული ქალები მაღალი რისკის ქვეშ, რომ დაავადნენ COVID 19-ით?

კვლევა ამჟამად მიმდინარეობს, რათა გაირკვეს, რა გავლენას ახდენს ვირუსი ფეხმძიმე ქალზე. მონაცემები შეზღუდულია, მაგრამ ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ისინი მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ზოგადად მოსახელობა.
თუმცა მათ ორგანიზმში და იმუნურ სისტემაში მიმდინარე ცვლილებების გამო, ჩვენ ვიცით, რომ ორუსლ ქალზე შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს რესპირატორულმა ინფექციებმა. ამიტომ მნიშვნელოვანია ზომების მიღება, რათა თავი დაიცვან COVID 19-ისგან და სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ მკურნალ ექიმს.

მე ორსულად ვარ, როგორ შეიძლება დავიცვა თავი COVID 19-ისგან?

ორსულმა ქალმა უნდა გიათვალისწინოს ის რეკომენდაციები, რაც ყველასთვის არის გაცემული, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თავი:

  • დაიბანეთ ხელები ხშირად საპნით და წყლით;
  • დაიცავით დისტანცია სხვებისგან;
  • ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირს და პირს;
  • რესპირატორული ჰიგიენის პრაქტიკა – ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დაიფაროთ პირი და ცხვირი მოხრილი იდაყვით ან ქსოვილით, როდესაც ახველებთ.

თუ თქვენ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება დარეკეთ ცხელ ხაზზე.

უნდა ჩაიტარონ ტესტირება ორსულმა ქალებმა COVID 19-ზე?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, რომ ორსულ ქალებს COVID 19-ის სიმპტომების შემთხვევაში ჩაუტარონ ტესტირება.

შესაძლებელია COVID 19 გადაეცეს დედისგან ნაყოფს ან ახალშობილს?

ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, შეიძლება თუ არა COVID 19 გადაეცეს ორსული ქალისგან ნაყოფს ან ახალშობილს. დღემდე არ არის აღმოჩენილი ვირუსი დედის რძეში.

დაიცავით ყველა გაცემული რეკომენდაცია და დაიცავით თქვენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება !