პროგესტაგენული საინექციო კონტრაცეფცია
ინექციის სახით შეყვანილი საშუალება ნელა გამოანთავისუფლებს ჰორმონ პროგესტაგენს, რაც აფერხებს ოვულაციას. საინექციო ფორმა კეთდება 2-3 თვეში ერთხელ.
გაინტერესებთ რამდენად ეფექტურია კონტრაცეფციის ეს ფორმა?
კვლევებმა აჩვენეს, რომ გამოყენებისას ეფექტურია 99%. ანუ ერთი წლის განმავლობაში 100-დან 1 ქალს აქვს დაორსულების შანსი.
რა უპირატესობები აქვს პროგესტაგენურ საინექციო კონტრაცეფციას?
- ხასიათდება ხანგრძლივი მოქმედებით;
- კავშირი არ აქვს სქესობრივ აქტთან;
- ხელსაყრელია მეძუძური დედებისთვის მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ;
- ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს;
- ამცირებს მენსტრუაციულ ტკივილს
ახლა კი კონტრაცეფციის ამ სახეობის უარყოფით მხარეებზეც გესაუბრებით:
- ის იწვევს მენსტრუაციული ციკლის დარღვევას;
- ზოგიერთ შემთხვევაში წონის მატებას (2-4 კგ წელიწადში);
- არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან.
ინფორმაცია თითქოს იგი იწვევს ჭარბ სისხლდენას მხოლოდ მითია.