რა არის მკერდის გამოკვლევა?

რა არის მკერდის გამოკვლევა?

მკერდის გამოკვლევა ექიმებს ეხმარებათ, დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი ნორმალურადაა. მკერდის გამოკვლევების დროს, ექიმები ან ექთნები ამოწმებენ არის თუ არა ქალის მკერდში ლიმფური ჯირკვლების ცვლილება ბოლო გამოკვლევის შემდეგ.

ექიმები ჩვეულებრივ არ ატარებენ გამოკვლევებს, სანამ ქალი 20 წლის არ გახდება. ექიმები ჩვეულებრივ გარეგანი დათვალიერებით აკვირდებიან, მკერდის განვითარებას. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ოჯახური ისტორია მკერდის პრობლემებით, თქვენი ექიმი აუცილებლად ჩაგიტარებთ გამოკვლევებს.

რა ხდება მკერდის გამოკვლევვის დროს?
მკერდის გამოკვლევის დროს ქალი წვება ზურგზე. ექიმი ან ექთანი მსუბუქად აჭერს ხელს მკერდის სხვადასხვა ნაწილს. ეს ხელს უწყობს კისტის მსგავსი წარმონაქმნების შემოწმებას.

როდესაც გაიზრდებით და განვითარდებით, თქვენ შეამჩნევთ ცვლილებებს თქვენს მკერდში. თქვენ ასევე შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენი მკერდი მგრძნობიარე და გამკვრივებულია თქვენი პერიოდის განმავლობაში. მკერდში ცვლილებები თინეიჯერებისთვის ნორმალურია და მკერდის გაზრდის ერთ-ერთი ნაწილია.

დაუკავშირდით ექიმს თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრობლემა გაქვთ:

  • ტკივილი მკერდში, რომელიც არ უკავშირდება თქვენს მენსტრუალურ ციკლს;
  • შეწითლებული, მხურვალე ან გამკვრივებული მკერდი;
  • სითხის ან სისხლიანი გამონადენი ძუძუს თავიდან.