როგორ უნდა მოიქცეთ, როცა თქვენს შვილს აშინებენ?

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა თქვენს შვილს აშინებენ?

  • მასთან იყავით, რომ დაამშვიდოთ და მოუსმინოთ. გააგებინეთ თქვენს შვილს, რომ თქვენ მასთან ხართ, რომ დაეხმაროთ და უზრუნველყოთ მისი უსაფრთხოება;
  • ითანამშრომლეთ სკოლასთან. მაშინვე დაუკავშირდით თქვენი შვილის სკოლას, იმისათვის რომ მოხდეს სიტუაციის მონიტორინგი. მოითხოვეთ ანტი-ბულინგის პროგრამები. თუ იგი თქვენი შვილის სკოლაში არ არსებობს, შესაძლოა თქვენ შეუწყოთ ხელი მის შემუშავებას;
  • დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ თქვენმა შვილმა იცოდეს სად წავიდეს დასახმარებლად. უზრუნველყავით, რომ თქვენი შვილის გვერდით იყოს უსაფრთხო და სანდო ზრდასრული ადამიანი, რომელსაც იგი მიმართავს და იყოს უსაფრთხო ადგილი სკოლაში;
  • დაეხმარეთ შვილს სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში. გაამახნევეთ ის, რომ გააგრძელოს იმის კეთება, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს და ხელი შეუწყეთ მას კმაყოფილება მიიღოს საკუთარი თავით. მოძალადეებს უყვართ ისეთი ბავშვების ამორჩევა, რომლებიც მარტო არიან ან ცოტა მეგობარი ჰყავთ;
  • ასწავლეთ თქვენს შვილს, როგორი რეაგირება მოახდინონ მოძალადეებზე.
  • ასწავლეთ შვილს, რომ უპასუხონ მათ ბრაზის გარეშე, რადგან ამან შეიძლება უფრო გააუარესოს შემთხვევები;
  • დაამყარეთ მასთან კომინიკაცია. მიეცით სტიმული, რომ ისაუბროს საკუთარ გრძნობებზე და აზრებზე. ამას შეიძლება დრო დასჭირდეს, მაგრამ ეს ხელს შეუწყობს მათ პრობლემის -გადაჭრის უნარების ჩამოყალიბებაში და საკმარისად გაძლიერებაში, რომ გაიხსნან ვინმესთან;
  • იფიქრეთ თქვენს საკუთარ ქმედებებზე. თქვენი, როგორც ცოცხალი მაგალითის, ქმედებები და რეაქციები გავლენას იქონიებს იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა თქვენს შვილს სხვებთან. ეს გულისხმობს იმას, თუ როგორ ექცევით თქვენ სხვებს და როგორ გექცევიან სხვები თქვენ.

რისი გაკეთება არ შეიძლება, თუ თქვენს შვილს აშინებენ ან ემუქრებიან?
არ ჩათვალოდ მსუბუქად ან საპატიებლად მოძალადის საქციელი. ამან შეიძლება თქვენს შვილს აფიქრებინოს, რომ ბულინგი მისი ბრალია. თუ ეს მოხდა, მან შეიძლება აღარ აღგიქვათ იმ პიროვნებად, რომელთანაც დასახმარებლად მისვლა შეუძლია;
ეცადეთ არ აჩქარდეთ თქვენი შვილისთვის ამ პრობლემის გადაჭრაში. ნაცვლად ამისა, დააცადეთ თქვენს შვილს მოგმართოთ თქვენ საკუთარი იდეებით და დაეხმარეთ მას იმის გამორკვევაში, ეს იდეები მის პრობლემას გამოასწორებს თუ გააუარესებს;
არ ურჩიოთ შვილს, რომ იჩხუბოს – ძალადობა არ გადაჭრის პრობლემას. შეიმუშავეთ არაძალადობრივი მეთოდები საკუთარი შვილისთვის, იმისათვის რომ ასაუბროთ, თუ როგორ გრძნობს თავს, რას ფიქრობს კონკრეტულ შემთხვევებზე და პრობლემის გადაჭრაზე;
არ დარჩეთ მოძალადესთან ან მოძალადის მშობლებთან მარტო პირისპირ.