სპერმიციდები არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვის ერთ-ერთი არაჰორმონალური საშუალებაა.

სპერმიციდები არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვის ერთ-ერთი არაჰორმონალური საშუალებაა.

სპერმიციდები ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ანადგურებს სპერმატოზოიდებს. ეფექტურობის გასაძლიერებლად დიაფრაგმასა და სპერმიციდებს ერთად იყენებენ. 

გაინტერესებთ მისი ეფექტურობა ?!


ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას ეფექტურია 92-96 %-ით, ანუ ერთი წლის განმავლობაში 100 დან 4-8 ქალს აქვს დაორსულების შანსი.

რა უპირატესობები აქვს სპერმიციდებს?!

  • ეფექტურია დაუყონებლივ;
  • შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც
    დამხმარე მეთოდი, კონტრაცეფციის სხვა
    მეთოდებთან ერთად;
  • დასაშვებია ძუძუთი კვების დროს;
  • არ იწვევს გვერდით ეფექტებს;
  • ადვილად გამოსაყენებელია.

რა ნაკლოვანებები აქვს სპერმიციდებს?!

  • კავშირი აქვს სქესობრივ აქტთან;
  • ეფექტურობისთვის აუცილებელია
    ინსტრუქციის დაცვა;
  • შეიძლება გამოიწვიოს ალერგია;
  • არ იცავს ყველა სქესობრივი გზით გადამდები
    ინფექციისგან.