სპერმიციდები არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვის ერთ-ერთი არაჰორმონალური საშუალებაა.
სპერმიციდები ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ანადგურებს სპერმატოზოიდებს. ეფექტურობის გასაძლიერებლად დიაფრაგმასა და სპერმიციდებს ერთად იყენებენ.
გაინტერესებთ მისი ეფექტურობა ?!
ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას ეფექტურია 92-96 %-ით, ანუ ერთი წლის განმავლობაში 100 დან 4-8 ქალს აქვს დაორსულების შანსი.
რა უპირატესობები აქვს სპერმიციდებს?!
- ეფექტურია დაუყონებლივ;
- შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც
დამხმარე მეთოდი, კონტრაცეფციის სხვა
მეთოდებთან ერთად; - დასაშვებია ძუძუთი კვების დროს;
- არ იწვევს გვერდით ეფექტებს;
- ადვილად გამოსაყენებელია.
რა ნაკლოვანებები აქვს სპერმიციდებს?!
- კავშირი აქვს სქესობრივ აქტთან;
- ეფექტურობისთვის აუცილებელია
ინსტრუქციის დაცვა; - შეიძლება გამოიწვიოს ალერგია;
- არ იცავს ყველა სქესობრივი გზით გადამდები
ინფექციისგან.