ქირურგიული მეთოდი სულ ორია : ქალის (საშვილოსნოს მილების ოკლუზია) დამამაკაცის სტერილიზაცია (ვაზექტომია)

ქირურგიული მეთოდი სულ ორია : ქალის (საშვილოსნოს მილების ოკლუზია) და
მამაკაცის სტერილიზაცია (ვაზექტომია)

მოქმედების მექანიზმი

საშვილოსნოს მილების ქირურგიული გზით გადაკვანძვა ხელს უშლის კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმას. მამაკაცის სტერილიზაცია – ვაზექტომია იგი გულისხმობს
სპერმატოზოიდების გამტარი მილის მექანიკურ ბლოკირებას, ამ დროს სპერმა არ შეიცავს სპერმატოზოიდს. არ ცვლის მამაკაცის ქცევას, ხმას, ეაკულატის მოცულობას, სქესობრივ ქცევას.

ეფექტურობა


ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას ეფექტურია 99 %-ით, ანუ ერთი წლის განმავლობაში 100 დან 1 ქალს აქვს დაორსულების შანსი.

უპირატესობა


გავლენას არ ახდენს მენსტრუალურ ციკლსა და ენდოკრინულ ფუნქციაზე. არ ახდენს გავლენას სქესობრივ ცხოვრებასა და ფუნქციებზე.

ნაკლოვანება


მეთოდი შეუქცევადია, ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ შეუძლებელია შვილოსნობა.