დღეს მინი პილზე გესაუბრებით:


დღეს მინი პილზე გესაუბრებით:

მინი პილი ჰორმონალური კონტრაცეფციაა. იგი შეიცავს ჰორმონის მხოლოდ ერთ სახეობას (პროგესტაგენს). როგორია მისი მოქმედების მექნიზმი?! – იგი თრგუნავს ოვულაცას. ასქელებს საშვილოსნოს ყელის ლორწოს, რაც აძნელებს სპერმატოზოიდების შეღწევას საშვილოსნოში. პროგესტაგენის მიღება აუცილებელია მოხდეს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

რამდენად ეფექტურია მინი პილი?! – ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას ეფექტურობა 98%-ით ანუ ერთი წლის განმავლობაში 100დან 2 ქალს აქვს დაორსულების შანსი.

რა უპირატესობები აქვს მინი პილს?

  • რეგულარული გამოყენებისას იცავს არასასურველი ორსულობისაგან;
  • არ აქვს კავშირი სქესობრივ აქტთან;
  • გამოყენება მეძუძური ქალებისთვის ნებადართულია.

რა ნაკლოვანებები აქვს მინიპილს?

  • არარეგულირული მიღების შემთხვევაში არაეფექტურია;
  • შესაძლოა გამოვლინდეს მციედი გვერდითი მოვლენები;
  • არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავდებებისგან.