იცოდით თუ არა, რომ?!

იცოდით თუ არა, რომ?!

ძუძუთი კვება საუკეთესო გზაა მიაწოდოთ თქვენს პატარას საკვები, რომელიც დაეხმარება მას ჯანსაღ ზრდასა და განვითარებაში?

გარდა ამისა, ეს რეპროდუქციული პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დედის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. სანდრო კვლევები აცენებს, რომ 6 თვის განმავლობაში ბავშვის მხოლოდ ძუძუთი კვება ძალიან კარგია.

იმისათვის, რომ დედამ შეძლოს ბავშვის ძუძუთი გამოკვება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) გირჩევთ:

  • დაიწყეთ ბავშვის ძუძუთი გამოკვება დაბადებიდან პირველი ერთი საათის განმავლობაში;
  • პირველი 6 თვის განმავლობაში აჭამეთ ბავშვს მხოლოდ დედის რძე, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
  • აჭამეთ ბავშვს, მაშინ როცა ის ამას ითხოვს;
  • არ გამოიყენოთ ბოთლები და საწოვრები.

დედის რძე შეიცავს ყველა იმ აუცილებელ მინერალსა თუ ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ბავშვისთვის ცხოვრების პირველი 6 თვის განმავლობაში. ძუძუთი კვება დადებით გავლენას ახდენს ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზე და იცავს მას ინფექციებისა და დაავადებებისგან. გარდა ამისა, ის აძლერებს ბავშვის იმუნიტეტს და ეხმარება მას უკეთ გაუმკლავდეს ავადმყოფობას.

ძუძუთი კვებას დადებითი გავლენა აქვს დედის ჯანმრთელობაზე. ის ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების შანსს და ქმნის დედასა და ბავშვს შორის განსაკუთრებულ კავშირს.