კომბინირებული აბები

კომბინირებული აბები

კომბინირებული აბები შეიცავს ჰორმონების მინიმალურ დოზას, აჩერებს ოვულაციის პროცესს, ასქელებს საშვილოსნოს ყელის ლორწოს, რაც აძნელებს სპერმატოზოიდების შეღწევას საშვილოსნოში.

ორალური კონტრაცეფცია 99%-ით ეფექტურია. ანუ წელიწადში ასი ქალიდან მხოლოდ 1 შეიძლება დაორსულდეს.

გაინტერესებთ რატომ არის აბები უპირატესი?!

  • ის გიცავთ არასასურველი ორსულობისგან;
  • გიცავთ საკვერცხისა და საშვილოსნოს კიბოსა და მენჯის ღრუს ზოგიერთი ინფექციისგან;
  • ამცირებს მენსტრუაციულ ტკივილს;
  • არ აქვს კავშირი სქესობრივ აქტთან;

მითი თითქოს მწველი ქალბატონებისთვის არ არის რეკომენდირებული -მცდარია.

აქვე გეტყვით, რომ აბებსაც აქვს თავისი ნაკლოვანებები, ზოგ შემთხვევაში მას ახასიათებს მცირედი გვერდითი მოვლენები: თავისტკივილი, გულისრევა, მკერდის დაჭიმულობა და გაძლიერებული მგრძნობელობა.

ამიტომ აბები აუცილებლად უნდა მიიღოთ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.