კონტრაცეფცია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებულ პირებში

.კონტრაცეფცია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებულ პირებში

აივ-პოზიტიურ ქალებს თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი რეპროდუქციული გეგმების განხორციელება: მათ შეუძლიათ დაგეგმონ ორსულობა, დაიცვან ინტერვალი შობადობას შორის, შეზღუდონ მშობიარობების რაოდენობა ან მთლიანად თქვან უარი ორსულობაზე. მნიშვნელოვანია კონტრაცეფციის ყველა არსებული მეთოდის გამოყენება.

აივ-პოზიტიურ ქალებში, კონტრაცეფციის მეთოდის არჩევა განპირობებულია მთელი რიგი მახასიათებლებით: თანმხლები დაავადებების არსებობით (მაგ. ვირუსული ჰეპატიტი და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, აივ-თან ასოცირებული დაავადებები), ნარკომანია ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ანტირეტროვირუსული (ARV) თერაპია, მენსტრუალური ციკლის ხასიათი (აივ – ინფიცირებულ ქალებს იმუნური პროფილის მიუხედავად, ახასიათებთ მენსტრუალური ციკლის დარღვევა).

აივ-პოზიტიურ ქალებში, დაუგეგმავი ორსულობისგან დაცვის ეფექტურ საშუალებებს შორის, ბარიერული მეთოდების გარდა, შესაძლებელია აღინიშნოს კომბინირებული კონტრაცეპტივები (CC), მხოლოდ პროგესტინული კონტრაცეპტივები (PC) და საშვილოსნოსშიდა ხელსაწყოები (სპირალი).

ჰორმონალური კონტრაცეპტივები შეიცავს ესტროგენებს და / ან პროგესტინებს. აივ ინფექციით დაავადებულ ქალებს, რომლებიც არ იღებენ ARV თერაპიას და არ აქვთ თანმხლები დაავადებები, შეუძლიათ გამოიყენონ ჰორმონალური კონტრაცეპტივები შეზღუდვების გარეშე.

კომბინირებლი კონტრაცეფციის უარყოფითი მხარეებია: ყოველდღიური აბების საჭიროება, ასაკობრივი შეზღუდვები, ისევე როგორც შეზღუდვები მწეველ ქალებში. მაგრამ მათი მთავარი მინუსი ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ARV თერაპიას, არის შესაძლო ურთიერთქმედება წამლებთან.

ანტირეტროვრუსულმა პრეპარატებმა (ARV) შეიძლება გამოიწვიონ სისხლში

ჰორმონალური პრეპარატების კონცენტრაციის ცვლილებები. ისევე, როგორც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები და ანტიბიოტიკები იწვევენ ჰორმონალური კონტრაცეფციის ეფექტურობის შემცირებას, შეაბამისად, იზრდება დაუგეგმავი ორსულობის რისკი.

ჰორმონალური პრეპარატების კონცენტრაციის ცვლილებები. ისევე, როგორც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები და ანტიბიოტიკები იწვევენ ჰორმონალური კონტრაცეფციის ეფექტურობის შემცირებას, შეაბამისად, იზრდება დაუგეგმავი ორსულობის რისკი.

საშვილოსნოსშიდა კონტაცეფცია საკმაოდ პოპულარული და ეფექტური მეთოდია კონტრაცეფციისთვის. ყველაზე პოპულარულია სპირალის ორი ტიპი – სპილენძის შემცველი (TCu-380A) და ჰორმონების შემცველი (ლევონორგესტრელის გამათავისუფლებელი საშვილოსნოსშიდა სისტემა). გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, სპირალის შეყვანის შემდეგ, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება აივ ინფიცირებულ და არაინფიცირებულ ქალებს შორის.

სპილენძის სპირალი გამოყოფს თავისუფალ სპილენძს. სპილენძს აქვს მრავალი სპეციფიკური ეფექტი, მათ შორის პროსტაგლანდინების წარმოების ზრდა, რაც იწვევს ტკივილის გახშირებას. სპილენძის შემცველი სპირალების ნაკლოვანებები ტრადიციულად მოიცავს უხვი, გახანგრძლივებული მენსტრუაციის გაჩენას.
ლევონორგესტრელის მოწყობილობა (LNG სპირალი) უფრო ეფექტურია, ვიდრე სპილენძის სპირალი. ლევონორგესტელი- აერთიანებს ჰორმონალური და საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციის უპირატესობებს.

საშვილოსნოსშიდა კონტაცეფცია – შეუძლიათ გამოიყენონ იმ ქალებმა, რომლებსაც არა აქვთ აივ-ინფექციის სიმპტომები, ან საწყის სტადიაზე იმყოფებიან.
მე-3 და მე-4 სტადიის დროს, არ არის აღნიშნული მეთოდის გამოყენება რეკომენდებული. ქალებს, რომლებიც დაინფიცირდნენ აივ-ით იმ პერიოდში, როცა იყენებდნენ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფტულ მეთოდს ან ამ პერიოდში განუვითარდათ მე-3/მე-4 სტადია, შეუძლიათ გააგრძელონ მეთოდით სარგებლობა.

პროგესტინული მეთოდები – (მინი პილები, საინექციო ფორმა, იმპლანტები) – ქალებს, რომლებიც ინფიცირებულები არიან აივ-ით, შეუძლიათ გამოიყენონ პროგესტინული მეთოდები.


კომბინირებული ჰორმონული მეთოდები (ორალური/საინექციო ფორმით, კომბინირებული პლასტირები/ვაგინალური რგოლი – მათი გამოყენება უსაფრთხოა.

სტერილიზაცია – ქალებს, ანტირეტროვირუსული მკურნალობის ჩატარების პერიოდში, შეუძლიათ მიმართონ სტერილიზაციის მეთოდს. იმ შემთხვევაში, თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა, ქირურგიული ჩარევა გადაიდება.

კონდომი – მისი გამოყენება რეკომენდებულია ნებისმიერ სტადიაზე. მამაკაცისა და ქალის კონდომების სისტემატური და სწორი გამოყენება მნიშვნელოვანია სექსუალურ პარტნიორებზე აივ.ინფექციის გადაცემის პევენცისთვის.

კონდომი-არ იწვევს რაიმე გვერდით მოვლენებს (გარდა ლატექსის ალერგიისა).
აივ-ინფიცირებულ პაციენტებში კონდომის სპერმიციდებთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია.

ზემოთაღნიშნული რომ შევაჯამოთ, მიგვაჩნია რომ აივ ინფიცირებული ქალების კონტრაცეფციის ყველაზე მისაღები მეთოდი არის დაცვის ორმაგი მეთოდი კონდომის და საპროფილაქტიკო მედიკამენტების გამოყენებით, სხვა კონტრაცეპტიულ მეთოდებთან კომბინაციაში.