საქართველოში კონტრაცეფციულ საშუალებებზე წვდომა/ ინფორმირებულობა სხვადასხვა ჯგუფებში
მიუხედავად საერთაშორისო რეკომენდაციებისა, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი კონტრაცეფციულ საშუალებებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა/ინფორმირებულობა.
- კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებით ქალების გაცილებით მეტი პროცენტი სარგებლობს ქალაქად, ვიდრე სოფლად
- ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს შორის შედარებით დაბალია კონტრაცეფციის მეთოდების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმირებულობის დონე
უღარიბეს ქალებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ ინფორმაციაზე
- განათლების დაბალი დონის მქონე ქალები, ასევე ნაკლებად ინფორმირებულები არიან კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ
- შედარებით უფროსი ასაკის, ქორწინებაში მყოფი ქალები მეტ ინფორმაციას ფლობენ კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების შესახებ, ახალგაზრდა, დაუქორწინებელ ქალებთან შედარებით.