მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მშობიარობებს შორის საუკეთესო შუალედი 2-4 წელიწადია.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მშობიარობებს შორის საუკეთესო შუალედი 2-4 წელიწადია. ეს ინტერვალი ხელს უწყობს ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ ქალის ბიოლოგიური ძალების აღდგენას, ბავშვის ძუძუთი კვების სრულფასოვნად განხორციელებას, ბავშვზე ზრუნვისათვის მეტი დროის გამოყოფას და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობას;
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეტისმეტად ხშირი (და მცირეშუალედიანი) ორსულობა უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე, არამედ დედის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზეც. და ისიც აღნიშნეს, რომ არც მეტისმეტად დიდი შუალედის გაკეთებაც ღირს.
საუკეთესო შემთხვევაა, თუ შუალედი 2-4 წელია. უფროსი ბავშვი უკვე მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია, შეუძლია თავისთ ჩაიცვას, თავის ხელით შეჭამოს, იცის ქუჩაში ქცევის წესები, ცოტა ხნით მარტო თამაშიც შეუძლია. უკვე გააგებინებ, რატომ უჭირავს დედას მეორე ბავშვი. თუმცა უფროსი შვილი აუცილებლად უნდა მოამზადოთ მეორეს მისაღებად, რათა არ იფიქროს, რომ მშობლებმა “სხვაზე გაცვალეს”