მითები და რეალობა - კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების შესახებ
მითი 1 : არანამშობიარებ ქალებში საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოყენება არ შეიძლება
ფაქტი: საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოყენება შეიძლება არანამშობიარებ ქალებში. სპირალის გამოყენება დაკავშირებულია უფრო მეტ სარგებელთან,
ვიდრე რისკებთან.
მითი 2 : საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოყენება იწვევს უშვილობას
რეალობა: საშვილოსნოსშიდა საშუალება არ იწვევს უშვილობას და არ ახდენს გავლენას მომავალში დაორსულების შესაძლებლობაზე. უახლესი კვლევების მიხედვით, თანამედროვე საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპცია არ იწვევს მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარებას. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც ანთებითი პროცესი განვითარდა სპირალის ჩადგმამდე.
მითი 3 – ჰორმონული კონტრაცეპტივები „კოკები“ – „ასუქებს“
რეალობა: დღევანდელ დღეს იმდენად დახვეწილია ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რომ ზოგიერთი არათუ წონის მომატებას გამორიცხავს, არამედ წონის კორერქციის მიზნითაც გამოიყენება (სპირონოლაქტონის შემცველი პრეპარატები)
მითი 4 – ქალი არ დაორსულდება სქესობრივი აქტის შემდეგ თუ ჩაიტარებს საშოს გამორეცხვას
რეალობა: თუ არ იქნა გამოყენებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, ქალი არ იქნება დაცული დაორსულებისგან.
მითი 5 – ძუძუთი კვების დროს არ დაორსულდებით.
რეალობა- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – ლაქტაციური ამენორეის მეთოდს 98%-ით ეფექტურად ასახელებს. თუმცა, დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:
– ბავშვი უნდა იყოს 6 თვემდე, იკვებებოდეს მხოლოდ დედის რძით (არ შეიძლება წყალიც)
– ქალს არ უნდა ჰქონდეს მენსტრუაცია
– ძუძუთი კვება აუცილებლად უნდა ხდებოდეს ყოველ 3-4 სთ- ში ერთხელ
მითი 6 – ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები იწვევს ჰორმონალურ დარღვევებსა და უნაყოფობას
რეალობა: კონტრაცეფცია ხელს უშლის დაორსულებას, როდესაც იყენებთ მას.
როდესაც შეწყვეტთ ამ მეთოდების გამოყენებას, შეგიძლიათ დაორსულდეთ. სწორად შერჩეული კონტრაცეპტივი არ იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს
კვლევების მიხედვით, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები არ ზრდის უნაყოფობის რისკს.