მსოფლიოში საშუალოდ ერთი ორსულობა ყოველი ოთხიდან აბორტით სრულდება

მსოფლიოში საშუალოდ ერთი ორსულობა ყოველი ოთხიდან აბორტით სრულდება

მსოფლიოში საშუალოდ ერთი ორსულობა ყოველი ოთხიდან აბორტით სრულდება. თუმცა, როგორი უნდა იყოს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის უსაფრთხო პროცედურა იმ ადამიანების აზრით, ვისაც ამ სერვისით სარგებლოა სურს?

კეთილგანწყობილი და მეგობრული მედ პერსონალი და გარემო

“ექიმმა თავი უსაფრთხოდ მაგრძნობინა. მითხრა, რომ ყველაფერი სწრაფად და უმტკივნეულლოდ ჩაივლიდა და კარად ვიქნებოდი”.

 მას, ვინც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს, სურს რომ კორექტულად, ზრდილობიანად და მეგობრულად მოექცნენ. ასეთი დამოკიდებულება პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ საზოგადოებაში აბორტი სტიგმატიზირებულია. უხეში და არაკორექტული დამოკიდებულება, ისედაც დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფ ქალს, უფრო რთულ დგომარეობაში აყენებს.

უსაფრთხო და ეფექტური სერვისის მიღება

“ყველაზე მთავარია კარგი ექიმი იმიტომ რომ როდესაც ის მედიკამენტს გაძლლევს, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ის სწორად შერჩეულია და ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის”

ქალები უსაფრთხო აბორტზე საუბრისას ამბობენ, რომ მთავარია პროცედურას არ მოჰვეს შემდგომი გართულებები, მაგალითად სისხლდენა და ქალმა შეინარჩუნოს რეპროდუქციული ფუნქცია.

სრულფასოვანი და სწორი ინფრომაციის მიღება

“ სამედიცინო პერსონალმა უნდა მიაწოდოს ქალს ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რას მოიცავს პროცედურა ,რა მოხდება პროცედურის შემდეგ, რა უნდა მოიმოქმედოს გართულებების შემთხვევაში და ა.შ.”

იმ ადამიანებმა, ვინც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, სურთ იცოდნენ პროცედურის დეტალები. ქალების დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია აბორტის უსაფრთხო მეთოდების შესახებ და არც ის იციან,რას მოიცავს პროცედურა , როგორ უნდა მოიქცნენ პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ.

სერვისის მიღება კონფიდენციალურ გარემოში

“ მე მსურს, რომ როდესაც აბორტზე ვესაუბრები ჩემს ექიმს ან სერვისის მიმწოდებელს, ჩვენი საუბარი იმ ოთახში დარჩეს”

 ანონიმურობა და კონფიდენციალურობა ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რომელსაც ქალები ასახელებენ. ისევე, როგორც ყველა სამედიცინო სერვისი მიღებისას, ქალებს უნდა ჰქონდეთ უფლება ინფორმაცია და სერვისი სრულიად კონფიდენციალურ გარემოში მიიღონ. ამ საკითხის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია იმ საზოგადოებებში, სადაც ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა უარყოფით სტერეოტიპებს და სტიგმას უკავშირდება.