მშობიარობის შემდგომი დეპრესია ქალებში
მშობიარობის შემდგომი დეპრესია ქალებში სხვადასხვანაირად ვლინდება. ბავშვის დაბადების მომენტიდან ნებისმიერ დროს მოულოდნელადაც შეიძლება განვითარდეს და შესაძლოა თანდათანობითაც.
ბევრი ქალი მშობიარობის შემდგომ დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში გრძნობს სევდას, შფოთსა და გუნება განწყობილების დაქვეითებას, ეს იმდენად გავრცელებული შემთხვევაა, რომ ნორმადაც კი ითვლება,მაგრამ თუ სიმპტომები ძლიერდება და ბევრად უფრო დიდხანს გრძელდება შესაძლოა დეპრესიასთანაც გვქონდეს საქმე.
რა სიმპტომები ახასიათებს მშობიაროსბის შემდგომ დეპრესიას?
- სევდის განცდა მუდმივად და გუნება განწყობილების გაუარესება;
- გარე სამყაროს მიმართ ინტერესის დაკარგვა, როდესაც ქალს აღარ ახარებს ის რაც აქამდე ბედნიერებას ანიჭებდა;
- ენერგიის ნაკლებობდა და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
- უძილობა ან ძილიანობა;
- შეგრძნება რომ ბავშვის მოვლა არ შეუძლია;
- კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითება;
- მადის დაკარგვა ან მომატებული მადიანობა;
- აღგზნებულობა და გაღიზიანება, ან პირიქით აპათიურობის განცდა;
- დანაშაულის გრძნობა, უიმედობა და თავის დადანაშაულება;
- ბავშვთან კავშირის არარსებობა, გულგრილობა და უსარგებლობის განცდა;
- შიშისმომგვრელი ფიქრები ოჯახის წევრებთან ან ბავშვთან დაკავშირებით;
- თვითდაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრი.
თუ ამ სიმპტომებიდან რამოდენიმე მაინც გეცნოთ და თვლით, რომ ისინი გავლენას ახდენენ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ოჯახის წევრებთან, ან ბავშვთან ურთიერთობაზე მაშინ რაც შეუძლება დროულად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, ექიმს/ ფსიქოლოგს , არავითარ შემთხვევაში არ დაიიმედოთ თავი, რომ პრობლემები თავისთავად გაქრება რადგან დროთა განმავლობაში მდგომარეობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუარესდეს.
მეცნიერთა აზრით ძუძუთი კვებას შეუძლია ბავშვებში სიმსუქნის პრევენცია და შემცირება 25 %-მდე.
მსოფილიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სულ უფრო და უფრო მეტად უწევს პოპულარიზებას ბავშვთა ძუძუთი კვებას და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ მეტი ნაბიჯია გადასადგმელი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევაა: პირველი 6 თვის განმავლობაში ბავშვი აქტიურად და ექსკლუზიურად იკვებებოდეს დედის რძით. მსგავსი პრაქტიკა გარდა სხვა ბევრი დადებითი ეფექტისა ბავშვებში სიმსუქნის შემცირებასაც ემსახურება.
დედის რძის ჩამნაცვლებელი ფორმულას მწარმოებელი კომპანიები მარკეტინგულ გათვლებში ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს რომელიც მიუთითებს, თითქოს ფორმულა ისეთივე შემადგენლობისაა როგორც დედის რძე, თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებებიც, მაგალითად ის, რომ შესაძლოა დედის რძის ჩამნაცვლებელი ფორმულას გამოყენება ბავშვებში სიმსუქნის ერთერთი გამომწვევი მიზეზი იყოს. არგუმენტად სახელდება ის ფაქტი, რომ შესაძლოა ჩამნაცვლებლები შეიცავენ მეტ შაქარს რაც ორგანიზმში ინსულინის წარმოქნასა და ცხიმის დაგროვებას იწვევდეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქალს არ შეუძლია შვილი ძუძუთი კვებოს და არსებობს ბიოლოგიური თუ ფსიქო ემოციური, ტრავმული მიზეზები, რომლის გამოც ზოგი მშობელი ზოგჯერ უარს ამბობს ძუძუთი კვებაზე, ან ირჩევს დედის რძის ჩამნაცვლებელი ფორმულას, ქალის ამ არჩევანს ყველამ პატივი უნდა ვცეთ!