ორალური კონტრაცეპტივები

ორალური კონტრაცეპტივები

ორალური კონტრაცეპტივები ჰორმონალური პრეპარატებია, რომლებიც გამოიყენება არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.


შემადგენლობის მიხედვით იყოფა:

  • კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებად და
  • პროგესტაგენულ აბებად (მინი პილები).

კოკ-ები შეიცავენ ორი ტიპის ჰორმონებს – ესტროგენებსა და პროგესტაგენებს.

აღნიშნული ჯგუფი, ჰორმონების შემცველობის მიხედვით, იყოფა: მონოფაზურ, ორფაზიან და სამფაზიან მედიკამენტებად, ხოლო ესტროგენის დოზის მიხედვით – დაბალდოზიან და მიკროდოზირებულ პრეპარატებად.
აღნიშნული მეთოდი ძალიან ეფექტურია. სწორად და რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში 0,3-0,9 ორსულობა 100 ქალზე/წელიწადში.
აბების გამოყენების სხვა დადებითი მხარეა – მეთოდის შექცევადობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გამოყენების შეწყვეტისას, შვილოსნობის უნარი სწრაფად აღდგება.
ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, გვერდითი მოვლენების გამოვლინების ალბათობა მცირეა, თუმცა აუცილებელია, რომ მედიკამენტი სპეციალისტის მიერ სწორად იყოს შერჩეული, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
მედიკამენტი გამოიყენება არაკონტრაცეფტიული, სამკურნალო მიზნებითაც
(მაგ. ენდომეტრიოზის, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომისა და აკნეს სამკურნალოდ; ეფექტური საშუალებაა ჭარბთმიანობისა და არარეგულარული მენსტრუაციის შემთხვევებში).

ისევე, როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებსაც გააჩნიათ გვერდითი მოვლენები.


ძირითადი ჩივილებია:

  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • გულისრევის შეგრძნება და გულისრევა
  • წონისა და ხასიათის ცვლილება
  • აკნეს წარმოქმნა.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პრეპარატის შერჩევა მოხდეს ინდივიდუალურად, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი შედეგები.

მინი პილები:

მედიკამენტები შეიცავენ პროგესტაგენს. შეფუთვა შედგება 28,30 ან 35 აბისგან.

შემადგენლობის მიხედვით, არსებობს სხვადასხვა ტიპის აბები. სწორად და რეგულარულად მიღებისას, აღნიშნული მეთოდის ეფექტურობაა – 0.5-8 ორსულობაა 100 ქალზე/წელიწადში.
მინი პილებს, ისევე როგორც კოკ-ებს, იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებით.

მეთოდის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ მისი გამოყენება შეიძლება მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ, როდესაც ესტროგენის შემცველი კონტრაცეპტივების მიღება არ არის რეკომენდებული, ისევე როგორც აბორტის შემდგომ და მწეველ ქალებშიც.

მინი პილების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, ისევე, როგორც კოკ-ების შემთხვევაში, ხდება შვილოსნობის ფუნქციის სწრაფი აღდგენა.

COC– ს, ასევე, შეუძლია უზრუნველყოს არაკონტრაცეპტული დადებითი ეფექტები:

  • რეგულარული მენსტრუალური ციკლი;
  • საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება შესაძლებელია განუწყვეტლივ და ამით მენსტრუაციის „გამოტოვება“;
  • მენსტრუაცია ნაკლებად მტკივნეულია;
  • PMS (პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი) სიმპტომების შემცირება;

კოკი -არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.

ამიტომ, როგორც წესი, ირჩევენ ისინი, ვისაც სტაბილური პარტნიორი ჰყავთ. სხვა შემთხვევებში, წყვილისთვის უფრო უსაფრთხოა კონდომის გამოყენება.

კონტრაცეფციის აღნიშნული მეთოდის შერჩევა უნდა მოხდეს სპეციალისტთან კონსულტირების შემდეგ, რათა თავიდან ავიცილოთ მედიკამენტის მიღებით გამოწვეული გართულებები.

მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების დაგეგმვასთან და სხვა სამედიცინო ჩვენებებთან, შესაბამისად, შეიძლება რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გაგრძელეს.