ორსულობის ტესტი

ორსულობის ტესტი

ორსულობის ტესტი ქალის შარდში არსებული ჰორმონის-ქორიონალური გონადოტროპინის არსებობას ადგენს, რომელიც ჩანასახის უჯრედების მიერ გამოიყოფა, ჰორმონის რაოდენობა იზრდება ორსულობის ვადის მატების პარარელურად, სისხლიდან ის ხვდება შარდში და გამოიყოფა დაუშლელად.
ყველა ორსულობის ტესტი არ არის ერთნაირი, ზოგი უფრო მგრძნობიარე და შესაბამისად უფრო ძვირიც ღირს. ტესტის მგრძნობელობა განისაზღვრება ციფრებით -10, 20, 25, 30 …50Mme/ml, რაც უფრო დაბალია ციფრი, მით მაღალია ტესტის მგრძნობელობა.მაგ: ტესტი მაჩვენებლით 10 ყველაზე მგრძნობიარეა.
არსებობს შემდეგი სახის ტესტები:

  • ,,სტრიპ ტესტი” ერთჯერადია, განკუთვნილია შარდის კონტეინერში ჩასაყოფად, მგრძნობელობა 25-50 Mme/ml, ტესტს ვყოფთ შარდის ულუფაში max მაჩვენებლამდე 10-20 წამი, შემდეგ ვათავსებთ ჰორიზონტალურ ზედაპირზე და ველოდებით 5-10 წუთი. 2 წითელი ხაზი-ორსულობა, 1 წითელი ხაზი-ორსულობა არ არის, არცერთი ხაზი-ტესტის ხარვეზი ან არასწორი ჩატარება
  • პლანშეტური/ტესტ კასეტა -მოყვება საწვეთური შარდისათვის ერთჯერადია, მგრძნობელობა 10-25 Mme/ml ,ე.წ პიპეტით შარდს ვაწვეთებთ ტესტზე განთავსებულ სპეციალურ ხვრელში, ვიცდით 5 წუთს და ვკითხულობთ შედეგს-ორი წითელი ხაზი ადასტურებს ორსულობას.
  • ჭავლური ტესტი – ტესტის პირდაპირ შარდის ჭავლზე დასველება, ერთჯერადია, მგრძნობელობა 10-25Mme/ml. შედეგს აფიქსირებს 2 წუთში, ტესტი მაღალმგრძნობიარეა და შედეგს აჩვენებს ციკლის გადაცილებამდეც კი.
  • ელექტრონული ტესტი-მრავალჯერადია, ყველაზე მგრძნობიარეა-მგრძნობელობა 10 Mme/ml, ტარდება შარდის ჭავლზე შეშვერით, მასზე არ ჩნდება წითელი ხაზები, იწერება pregnant(რსულობა არის) ან non pregnant( ორსულობა არ არის), ამიტომ არ არსებობს კითხვები, სწორად დაინახე თუ არა წითელი ხაზები.
    რამდენად სანდოა ტესტი? სიზუსტე 99%-ია, როდესაც დადებით პასუხს აჩვენებს, მაგრამ შეიძლება მცდარი იყოს როდესაც უარყოფით პასუხს აფიქსირებს. ამიტომ ტესტი უნდა ჩატარდეს 4 ჯერ 3 დღიანი შუალედით. თუ ოთხივე ტესტი უარყოფითია ორსულობა 100 %-ით არ დასტურდება, თუ ტესტი ზედიზედ 2-ჯერ დადებით პასუხს აჩვენებს, მესამე და მეოთხეთ ჩატარება აღარ არის საჭირო.

ტესტის სიზუსტე:
იმპლანტაციიდან 48 საათში 25%-ია, იმპლანტაციიდან მე-5 დღეს-40%, მოსალოდნელი ციკლის დღეს-90%, ციკლიდან 1 კვირის გადაცილებაზე ტესტის სიზუსტე-99%-ია. ორსულობის ზუსტი 100%-იანი დიაგნოსტიკა კი სისხლში იმავე ჰორმონის-ქორიონალური გონადოტროპინის გამოვლენა ადგენს და ანალიზს ,,ბეტა ქორიონალური გონადოტროპინი” ეწოდება.
ასევე საყურადღებოა, არსებობს რეპროდუქციული ტრაქტის ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნე, რომელმაც ასევე შესაძლებელია მოგვცეს ტესტის ჩატარების დროს დადებითი პასუხი, თუმცა მას ორსულბასთან საერთო არაფერი აქვს.
ტესტის ჩატარების დროს შეამოწმეთ ვადა შეფუთვაზე და გაეცანით გულდასმით ინსტრუქციას, ვინაიდან არასწორად ჩატარებულმა ტესტმა შესაძლებელია ცრუ პასუხი დააფიქსიროს.