პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია/კომპეტენტურობა
ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამაღლებაზე დიდ გავლენას ახდენს პირველადი ჯანდაცვის განვითარების დონე. ხარისხიანი სერვისის მიწოდების აუცილებელი წინაპირობა სამედიცინო პერსონალის განათლება და გამოცდილებაა. ამის მიუხედავად, ქვეყანაში ამ მხრივ ბევრი დაბრკოლება არსებობს, კერძოდ:
- პოსტ-დიპლომური, პროფესიული უწყვეტი განათლება არ არის სავალდებულო
- სოფლის ექიმების სერტიფიცირება „საოჯახო მედიცინის“ სპეციალობაში ნებაყოფლობითია
- სოფლის ექიმებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამების შესახებ
- სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება უწყვეტი განათლების ხელშეწყობა, არსებული პროგრამები ფასიანია