ნაადრევ ასაკში ორსულობა ზრდის სიმსივნური დაავადებების რიცხვს და აზიანებს რეპროდუქციულ ფუნქციას

ნაადრევ ასაკში ორსულობა ზრდის სიმსივნური დაავადებების რიცხვს და აზიანებს რეპროდუქციულ ფუნქციას.

პირველ რიგში გეტყვით, რომ ნაადრევ ასაკში ორსულობა ზრდის სიმსივნური დაავადებების რიცხვს და აზიანებს რეპროდუქციულ ფუნქციას.

18- 20 წლის ასაკში გოგონების ჯანმრთელობა საუკეთესო მდგომარეობაშია, ორგანოები და ორგანოთა სისტემები ჯერ არაა გაცვეთილი, ჰორმონალური სისტემა იშვიათად გამოდის მწყობრიდან. თუმცა მიუხედავად ამისა უმრავლესობა 18–20 წლის გოგონების ფსიქოლოგია ბავშვური რჩება. ისინი ძალზე იშვიათად ასრულებენ ბავშვის მოვლის მკაცრ ნორმებს და შედეგად, ბავშვი ხშირადაა ავად, ღებულობს ტრავმებს – როგორც ფიზიკურს, ასევე ფსიქიკურს. ამ ასაკში ორსულობა ხშირად დაუგეგმავია.

უკვე 25 წლისთვის ქალის ორგანიზმში ხდება გულ–სისხლძარღვთა სისტემების ცვლილებები, თხელდება სისხლძარღვების კედლები, გროვდება შესაძლო სტრესების, მავნე ჩვევების შედეგები. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად ასაკი 20–დან 30–მდე ოპტიმალურია ბავშვის გასაჩენად, რადგანაც ქალის რეპროდუქციული სისტემა ამ დროს ყვავილობის პერიოდშია.

დასავლური მედიცინა გვარწმუნებს, რომ ქალს შეუძლია ნორმალურად იმშობიაროს 35–ის შემდეგაც. ასე რომ აჩქარება არ ღირს. პირიქით, ევროპელი მედიკოსები ამბობენ, რომ 35–ის შემდეგ ქალი უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეპყრობა ორსულობას და მშობიარობას, ასე რომ 30 წელი – სრულებით არაა იმის მიზეზი, რომ გამალებით ეცადოთ დაორსულებას. კიდევ არის დრო.

მიუხედავად იმისა რომ 30 წლის შემდეგ ქალი მაქსიმალურად გააზრებულად და პასუხისმგებლიანად უდგება საკითხს ამ ასაკში უკვე მცირდება ქალისთვის აუცილებელი ჰორმონის ესტროგენის დონე. ეს ნიშნავს, რომ უფრო იშვიათად ხდება ოვულაცია და მით ნაკლებია განაყოფიერების უნარი. და ეს ყველაფერი არაა. ესტროგენი პასუხისმგებელია არა მარტო ფერტილობაზე (შობადობის უნარზე), არამედ ქალის ჯანმრთელობაზე საერთოდ. კერძოდ, არეგულირებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების, ღვიძლის მდგომარეობას. მძიმე გესტოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან ნაყოფის სიკვდილიც კი. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 30–ის შემდეგ იცვლება ქსოვილების ელასტიურობა. ეს ნიშნავს, რომ მშობიარობისას მოსალოდნელია სამშობიარო გზების გახევა. ეს რომ არ მოხდეს, მეანები ატარებენ დამატებით ოპერაციებს, რომლებიც ეხმარება ახალშობილს სამშობიარო გზების „გადალახვაში“.

40–ს ზემოთ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა ნარჩუნდება. მარგამ თანდაყოლილი პათოლოგიის რისკი იზრდება ათეულჯერ. ერთი სიტყვით, დედა, რომელიც 40–ს ზემოთაა, საჭიროებს ექიმის დაჟინებულ ყურადღებას და უნდა დაიცვას მისი ყველა რეკომენდაცია. 40 წლის შემდეგ ქალის ორგანიზმში ჯანმრთელი კვერცხუჯრედების რაოდენობა მცირდება და საკვერცხეების ფუნქცია ქრება. ესტროგენის დაბალი დონე იწვევ იმას, რომ მომავალ დედებს უჩნდება სერიოზული გართულებები – გულის და თირკმელების დაავადებები. დაორსულება სულ უფრო რთულია.