რაზე უნდა ვიზრუნოთ ორსულობისა და მშობიარობის დროს?

რაზე უნდა ვიზრუნოთ ორსულობისა და მშობიარობის დროს?

ყველა ორსული ქალი, მათ შორის, ისინიც ვისაც დაუდასტურდა COVID 19 უნდა ზრუნავდნენ საკუთარ თავზე, როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის დროს.


უსაფრთხო მშობიარობა გულისხმობს:

  • პატივისცემით და ღირსეულ მოპყრობას;
  • მშობიარობის დროს გვერდით სხვა ადამიანის ყოლის უფლებას;
  • გასაგები კომუნიკაცია მედ-პერსონალთან, რომლებიც მშობიარობაში გეხმარებიან;
  • ტკივილის შესამსუბუქებელი სტრატეგიების დასახვა;
  • არჩევანის შესაძლებლობა, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სამშობიარო დაწესებულება.

ორსულ ქალებს, რომლებიც შეიძლება იყონ COVID 19-ით ან არიან უკვე დავადებულნი, სჭირდებათ მშობიარობა საკეისრო კვეთით?

არა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, რომ საკეისრო კვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს, თუ ეს სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებულია.

შეუძლია COVID 19-ით დაავადებულ ქალს ძუძუთი კვება?

დიახ. ვირუსით დაავადებულ ქალს შეუძლია ძუძუთი კვება. მათ უნდა დაიცვან:

  • გაიკეთეთ ბავშვის კვების დროს სახის ქირურგიული ნიღაბი;
  • დაიბანეთ ხელები ბავშვის შეხებამდე და შეხების შემდეგ;
  • ხშირად გაწმინდეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ იმ ზედაპირებს, რომლებსაც ეხებით.

დაიცავით ყველა გაცემული რეკომენდაცია და დაიცავით თქვენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება !