რა არის ოჯახის დაგეგმვა ?

რა არის ოჯახის დაგეგმვა ?

ჯანმო-ს განმარტებით – “ოჯახის დაგეგმვა” მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს, რომლებიც ერთდროულად რამოდენიმე ამოცანას გადაჭრის: არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას; შვილების სასურველი რაოდენობის ყოლას; ორსულობებს შორის ინტერვალის რეგულირებას; ბავშვის დაბადების დროის შერჩევას, მშობლების ასაკის გათვალისწინებით.

ამ ამოცანების პრაქტიკულ გადაჭრაში ერთ ერთი წამყვანი როლი ენიჭება კონტრაცეფციის მეთოდებს, რომელთა გამოყენებაც აგვაცილებს არასასურველ ორსულობებს, რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ხელოვნური აბორტებით გამოწვეული გართულებები, დედათა სიკვდილობა და ვარეგულიროთ შობადობა.

ამჟამად არსებული კონტრაცეფციის მეთოდები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

  • ჰორმონული კონტრაცეფცია

  • საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია

  • ნებაყოფლობითი ქირურგიული სტერილიზაცია( ქალის და მამაკაცის) 

  • ლაქტაციური ამენორეის მეთოდი

  • ბარიერული მეთოდი

  • შეწყვეტილი სქესობრივი აქტი

  • კალენდარული მეთოდი( ოვულაციის – განაყოფიერების დღეების დაცვა)

  • გადაუდებელი კონტრაცეპცია