რა არის პრემენსტრუალური სიმდრომი (PMS)?
პრემენსტრუალური სინდრომი (PMS) არის,წარმოადგენს ნეგატიური სიმპტომების რთულ კომპლექსს, რომელიც ქალს მენსტრუაციის წინა დღეებში აწუხებს. ის შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკური,ფსიქოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დარღვევებით. ყოველ ქალს პმს თავისებურად უვლინდება. ჩვეულებრივ ყველაზე რთულია პერიოდამდე ოთხი დღით ადრე მიმდინარე ცვლილებები. PMS ჩვეულებრივ ქრება პერიოდის დაწყებიდან 2-3 დღის შემდეგ.
რა არის PMS-ის ძირითადი ნიშნები და სიმპტომები?
- მოწყენილობა
- ხასიათის ცვლილება
- სიბრაზე
- შფოთვა
- დაღლილობა
- მადის მომატება
- გამონაყარი
- წელის ტკივილი
- თავის ტკივილი
- მკერდის ტკივილი
- ყაბაზობა
- დიარეა
რა დამეხმარება, როდესაც მაქვს PMS?
- მადის მომატების შემთხვევაში: იკვებეთ დაბალანსებულად, მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული;
- შებერილობის შესამცირებლად: ნაკლებ მარილიანი საკვები მიირთვით;
- სიბრაზის ან შფოთვის შესამცირებლად: მოერიდეთ კოფეინის მიღებას და მეტი დრო დაუთმეთ ვარჯიშს;
- თავის ტკივილის, წელის ტკივილის ან მკერდის ტკივილის შესამცირებლად: სცადეთ თბილი საფენი;
- დასვენებისთვის: სცადეთ იოგა ან მედიტაცია;
- ამონაყარის სამკურნალოდ: დერმატოლოგს მიმართეთ დასახმარებლად.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
- თუ უკეთესად არ იგრძნობთ თავს სახლის პირობებში მკურნალობის შემდეგ;
- თავს გრძნობთ ძალიან მოწყენილად ან იმედგაცრუებულად;
- ვერ აკეთებთ თქვენს ყოველდღიურ საქმეს;
- გაქვთ PMS-ის სიმპტომები, რომლებიც არ გტოვებთ თქვენი პერიოდიდან პირველი რამდენიმე დღის შემდეგ.