სამედიცინო ეთიკა

სამედიცინო ეთიკა

ეთიკა ფრანგული სიტყვაა და ქცევის მანერას ნიშნავს. სამედიცინო და ბიოლოგიური ეთიკის ჩამოყალიბება და განვითარება დაკავშირებულია ბოლო დროს ადამიანის უფლებათა მიმართ მკვეთრად გაზრდილ ყურადღებასთან.
ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვამ წარმოაჩინა მრავალი პრობლემა, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს როგორც სამართლის, ისე მორალის თვალთახედვით.

პირველი სამედიცინო ეთიკური კოდექსი შექმნა ჰიპოკრატემ. მისი მოწოდება იყო დაკვირვება რეალურ სამყაროზე. კეთილი და საღად მოაზროვნე ექიმები გააკეთებენ იმას, რასაც საუკეთესოდ ჩათვლიან გარკვეულ სიტუაციაში და არა იმას, რასაც მოისურვებს ავადმყოფი. ექიმმა უკეთ იცის! პილოტებს არ ვთხოვთ ფრენის რუკას და არ ვაფასებთ მათ პროფესიულ თვისებებს. საექიმო ეთიკის პრინციპები მკაფიოდ გადმოცემულია XVI საუკუნეში პარაცელსუსის (აღორძინების ეპოქის ექიმი) მიერ. პატერნალისტურად ორიენტირებული ექიმები მოქმედებენ თავიანთი ღირებულებების საფუძველზე. თუ წარმოდგენები მცდარია, მათ შეიძლება ზოგჯერ ავნონ კიდეც ავადმყოფს. საუკუნეების მანძილზე ამიტომაც არ დაუკარგავს პოპულარობა ცნობილ პრინციპს „no nocere“- არ ავნო! ავადმყოფის ინტერესებს ყოველთვის ეკავა მთავარი ადგილი სამედიცინო ეთიკაში. ჰიპოკრატე ხაზს უსვამდა, რომ ექიმის მოვალეობები განპირობებულია მისი მიკუთვნებით ადამიანთა განსაკუთრებულ ჯგუფში. ისინი იღებენ საშიშ ცოდნას და უნდა დაიფიცონ, რომ მას გამოიყენებენ მხოლოდ სასიკეთოდ, პროფესიონალებთან მკურნალობა ურჩიოს. პროფესიონალში იგულისხმება, რომ ექიმი შეასრულებს გარკვეულ ვალდებულებებსა და სტანდარტებს. ექიმის ეთიკა ეყრდნობოდა მორალურ მითითებათა უმკაცრეს შესრულებას, გარკვეული წესების დაცვას, რომლებიც დადგენილია სამედიცინო საზოგადოების, სოციუმის მიერ, აგრეთვე ექიმის საკუთარი გონებითა და ნებისყოფით. თითოეული საექიმო სპეციალობისთვის არსებობდა საკუთარი „ღირსების კოდექსი“, რომლის დაუცველობა ისჯებოდა დისციპლინარულად ან სულაც ექიმთა წრიდან გარიცხვას იწვევდა.

ბოლო ათწლეულებში არსებითი ცვლილებები მოხდა „ექიმ-პაციენტის “ ურთიერთობებში. დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ახალი ტექნოლოგიების გამოჩენამ შეზღუდა სამედიცინო მუშაკის პიროვნების მნიშვნელობა პაციენტის ბედის გადაწყვეტაში.

XX საუკუნის დასასრულიდან ჩვენ ვცხოვრობთ სხვა საზოგადოებასა და სხვა ქვეყანაში. ახლა ითვლება, რომ ავადმყოფს აქვს საკუთარი წარმოდგენა სიკეთეზე და ინდივიდუალური ცხოვრებისეული მიზნები. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა იგება საკონტრაქტო საფუძველზე ისევე, როგორც კომერციაში „პროვაიდერი-კლიენტი“. ექიმის ძირითადი ამოცანაა შეძლოს პაციენტის ნდობის მოპოვება, რაც არც ისე ადვილია. მიუხედავად მრავალი ცვლილებისა, აღსანიშნავია რომ ჰიპოკრატეს შექმნილი ეთიკური კოდექსი დღემდე უცვლელია და „ჰიპოკრატეს ფიცი“ საუკუნეების განმავლობაში ექიმის მორალური კოდექსია.