საუბარი შვილთან

საუბარი შვილთან

თქვენ შვილთან სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი გულისხმობს იმას, რომ გაუზიაროთ მას თქვენი კვალიფიციური ცოდნა,
გახსოვდეთ, თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ თქვენი შვილის ცხოვრებაში.
დაუსვით თქვენ თავს კითხვა:

იცის თუ არა თქვენმა შვილმა სინამდვილეში რისი გჯერათ
როგორც ოჯახს, გისაუბრიათ თუ არა თქვენი ღირებულებების შესახებ?
როდესაც ესაუბრებით თქვენს შვილს, გახსოვდეთ:

  • შეარჩიოთ მშვიდი გარემო და დრო
  • პატივისცემით მოეპყრათ ერთმანეთს
  • მოუსმინოთ ერთმანეთს
  • გაუზიაროთ თქვენი დამოკიდებულებები და ცოდნა

ფაქტია, რომ ახალგაზრდები, ვისი მშობლებიც საუბრობენ მათთან სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე, ისინი აყოვნებენ გახდნენ სექსუალურად აქტიურები, განსხვავებით მათგან, ვისი მშობლებიც არ ესაუბრებოდნენ მათ აღნიშნულის შესახებ.

თქვენს შვილთან სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ საუბრისას, შესაძლებლობა გაქვთ:

  • გულწრფელად უპასუხოთ მათ შეკითხვებს – უთხრათ თქვენს შვილს, რისი ცოდნაც უნდათ, შესაფერისი სიტყვების გამოყენებით
  • მიაწოდოთ სწორი ინფორმაცია – კვლევები გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდები ინფორმაციის უმეტესობას (ან დეზინფორმაციას) სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ ცდილობენ მიიღონ მეგობრებისგან
  • წამოიწყონ საუბარი – ზოგიერთი ბავშვი არასოდეს სვავს კითხვებს სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ
  • გაუზიარო საკუთარი დამოკიდებულება, შეხედულებები და ღირებულებები – თქვენმა შვილმა საჭიროა იცოდეს თქვენი პოზიცია.
    დაეხმაროთ საკუთარ შვილს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და რომ ლოიალური უნდა იყოს საკუთარი გადაწყვეტილების მიმართ.