სექსუალობა და კულტურა
კულტურის ჭრილში განასხვავებენ სექსუალობის რამდენიმე კლასიფიკაციას. ზოგადი დაყოფით, არსებობს ორი ძირითადი ტიპი:
- ანტისექსუალური – მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ შუა საუკუნეების ევროპა, სადაც სექსუალობა ცოდვასთან ასოცირდებოდა. ქორწინების ფარგლებშიც კი სქესობრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო.
- პროსექსუალური – მაგ. პოლინეზიელი ხალხის კულტურა სადაც სექსუალობა და ეროტიზმი ღიადაა წახალისებული.
გარდა ამ ორი ძირითადი ტიპისა, განიხილავენ სექსულობის შემდეგ ტიპებს:
- აპოლონის ტიპი – მაგ. იაპონია, სადაც სექსი განიხილება როგორც ბუნებრივი მოთხოვნილება. სექსუალურ ურთიერთობებზე აქ არანაირი ტაბუ არ არის.
- ლიბერალური ტიპი – შემწყნარებლური ტიპი. სექსი განიხილება როგორც ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი.
- ორგიასტიული ტიპი – ამ ტიპის მიხედვით სექსი არის სიამოვნების მიღების წყარო. დასაშვებია ნებისმიერ სახის სექსუალური აქტივობა.
- მისტიკურ კულტურათა ტიპი – სექსუალური ქცევა განიხილება როგორც რელიგიური და ფილოსოფიური განწყობის გამოხატულების ინსტრუმენტი.