სექსუალური ქცევა ურთიერთობებში
როდესაც სექსუალური ურთიერთობა სრულფასოვანია:
- სრულფასოვანმა (დაკმაყოფილებულმა) სექსუალურმა ურთერთობებმა შესაძლოა ადამიანები დააახლოვოს, მათი ურთიერთობა გაამდიდროს და სასიამოვნო გახადოს
- სექსუალური ურთიერთობისას თავს უნდა გრძნობდე უსაფრთხოდ, შენთვის ეს სასურველი და სასიამოვნო უნდა იყოს
- არავინაა ვალდებული ჰქონდეს არასასურველი სექსუალური ურთიერთობა
სექსუალური ურთიერთობები, ხშირად უფრო კომფორტული, დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხოა როდესაც:
- შენზე ზრუნავენ და ახლოს არიან შენთან არა მხოლოდ ფიზიკურად
- მიღწეული გაქვთ ურთერთშეთანხმება, პატივისცემა და ორივე გრძნობთ პასუხისმგებლობას
- შეგიძლიათ გასცეთ და მიიღოთ სექსუალური სიამოვნება
- შეგიძლიათ კომფორტულად ისაუბროთ თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ
- პატივს სცემთ ერთმანეთის უფლებას და არ აკეთებთ ისეთ რამეს რაც პარტნიორს შეუქმნის უხერხულობას
- იზიარებთ პასუხისმგებლობას უსაფრთხო და ეფექტური მეთოდების გამოყენებაზე, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი ორსულობა და სექსუალური გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის აივ/შიდსი (HIV)
- იცით საკუთარი პარტნიორის HIV სტატუსის (და სხვა ტიპის სგგი/STI-ის) შესახებ
- საუბრობთ იმაზე, გეყოლებათ თუ არა ურთიერთობის გარეთ სექსუალური პარტნიორები, როდესაც ადამიანებს მხოლოდ ერთი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ, ასეთ ურთიერთობებს უწოდებენ ერთგულ ან მონოგამიურს.