სპერმიციდები
რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა ეს მეთოდი?
სპერმიციდების კონტრაცეფციული ეფექტურობა 72-82%-ია. მათი პერლის ინდექსი საკმაოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მეთოდის ეფექტურობა შედარებით დაბალია.
ჯანმო -ს მონაცემებით, ნორმალური გამოყენებისას პერლის ინდექსი უდრის 28 -ს.
ეს ნიშნავს, რომ 100 ქალიდან, ვინც იყენებს სპერმიციდზე დაფუძნებულ კონტრაცეპტივებს, სავარაუდოდ დაორსულდება 28 (მისი ერთი წლის განმავლობაში გამოყენებისას).
ამ საშუალებების გამოყენება სრულიად უსაფრთხოა.
სპერმიციდების გამოყენების ჩვენებებია:
- ორსულობის დაბალი რისკის მქონე ქალები
- მეძუძური ქალები
- სხვა მეთოდებთან ერთად კომბინაციაში
- კოკ-ის და სშ-სპირალის გამოყენების შემდეგ, შესვენების ფაზაში.
როგორ გამოიყენება სპერმიციდები?
-
დამცავი ეფექტის შესაქმნელად, სპერმიციდების გამოყენება ხდება სქესობრივი აქტის დაწყებამდე, დაახლოებით 10-15 წუთით ადრე (არაუგვიანეს 1 საათისა) და შემდეგ ყოველი მომდევნო სქესობრივი კავშირის დაწყებამდე. ამ დროის გამნავლობაში, სხეულის ტემპერატურის გავლენის ქვეშ, ტაბლეტები და სანთლები იწყებენ დაშლას.
-
სპერმიციდები აპლიკატორის საშუალებით (ან ხელით), თავსდება ღრმად საშოში, რაც შეიძლება ახლოს საშვილოსნოს ყელთან. მისი მოქმედება გრძელდება 1-2 საათამდე (გააჩნია ფორმას). საშოს გამორეცხვა არ უნდა მოხდეს სქესობრივი აქტიდან 6-8 საათის განმავლობაში.
-
სპერმიციდული ეფექტის მაქსიმალურად გასაზრდელად, ქაფის, გელის და სპერმიციდული ღრუბლის გამოყენებისას, ინტიმური კონტაქტის დაწყებამდე და მის შემდეგაც არ უნდა გამოიყენოთ ტუტე-რეაქციის მქონე სარეცხი საშუალებები (მაგ. საპონი) სასქესო ორგანოების ჰიგიენისთვის.
-
კრემები, ჟელეები და ქაფები მოქმედებენ შეყვანისთანავე, აპლიკატორის გამოყენების შემთხვევაში უნდა მოხდეს აპლიკატორის გასუფთავება საპნითა და წყლით.
-
ამავდროულად, საუკეთესო ეფექტის მისაღწევად, აუცილებელია პრეპარატების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა და გამოყენების პირობების მკაცრად დაცვა. აუცილებელია გაითვალისწინოთ ალერგიული რეაქცია ან სხვა გვერდითი მოვლენები.
-
მიზანშეწონილია სპერმიციდების გამოიყენება სხვა ბარიერულ მეთოდებთან ერთად.
გახსოვდეთ, სპერმიციდები არ არის საიმედო დაცვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან (სგგდ), აივ ინფექციის ჩათვლით. გარდა ამისა, სპერმიციდულმა ნივთიერებამ შეიძლება გააღიზიანოს საშო, შესაბამისად, გაიზარდოს აივ ინფექციის გადაცემის რისკი.
მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები, ქავილი და წვის შეგრძნება თქვენში ან თქვენს პარტნიორში, ისევე როგორც დაარღვიონ საშოს მიკროფლორა და გამოიწვიონ კანდიდოზური ვაგინიტის გამწვავება ან ბაქტერიული ვაგინოზი.
ამ ტიპის კონტრაცეფციის უპირატესობა მოიცავს იმ ფაქტს, რომ სპერმიციდების გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ალერგიული რეაქციის არარსებობის შემთხვევაში.