არასასურველი ორსულობის და ნაადრევი ქორწინების პრევენციას, სრულფასოვანი სექსუალური განათლება უზრუნველყოფს

არასასურველი ორსულობის და ნაადრევი ქორწინების პრევენციას, სრულფასოვანი სექსუალური განათლება უზრუნველყოფს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში 1 წლის მანძილზე 16 მილიონი 15-დან 19 წლამდე და 1 მილიონი 15 წლამდე გოგონა აჩენს ბავშვს.


აქედან 95 % მოდის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე.


აღნიშნული მაჩვენებელი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 2-ჯერ, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 5 ჯერ დიდია მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებთან შედარებით.


არასასურველ ორსულობას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს როგორც მოზარდის ფიზიკურ მდგომარეობაზე, ასევე მის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზეც.
აღნიშნული პრობლემა ჩვენს ქვეყანაშიც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.


საქსტატის მონაცემებით, რომელიც ასახავს ბოლო წლების მონაცემებს წელიწადში დაახლოებით 5000-5500 15-დან 19 წლამდე და 21-29 15 წლამდე გოგონა აჩენს ბავშვს.


არასასურველ ან ნაადრევ ორსულობას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს როგორც მოზარდის ფიზიკურ მდგომარეობაზე, ასევე მის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზეც.
როცა მოზარდი ორსულდება, მისი ცხოვრება იცვლება რადიკალურად, განათლება და კარიერული პერსპექტივები დგება ეჭვქვეშ, ჩნდება სიღარიბის რისკი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მნიშვნელოვნად ზიანება ჯანმრთელობა და შესაძლოა ნაადრევმა ორსულობამ გამოიწვიოს მოზარდის სიკვდილი. ისინი ამ დროს გრძნობენ უიმედობას, საკუთარ მომავალს უარყოფითად უყურებენ, კარგავენ მოტივაციას, არიან ზედმეტად თვით-კრიტიკულები, ნაკლებად ურთიერთობენ თანატოლებთან, უჭირთ სწავლა და ყურადღების კონცენტრაცია, ყოველივე ეს კი ზრდის დეპრესიის რისკს, რამაც შეიძლება სავალალო შედეგებმადე მიიყვანოს მოზარდი.


ამას ემატება სოციუმის მხრიდან აგრესია და უარყოფა, ან უარყოფა ბავშვის მამის მხრიდან.


ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვის მამის თანხმობის შემთხვევაში ან სოციუმის გავლენით ქორწინდებიან ნაადრევად და ოჯახურ ცხოვრებას მოუზადებლად დაუგეგმავად იწყებენ, რაც დიდი ალბათობით ხელს შეუშლის მოზარდის განვითარებას და პიროვნებად ჩამოყალიბებას, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ადამიანს ეცვლება ღირებულებები და ფასეულებები შედეგად ხშირია იმედგაცრუება, სოციალური პრობლემები, კარიერული წარუმატებლობა, საკუთარი სტაბილური შემოსავლის უქონლობა, რაც ცხოვრებას სამუდამო დაღს ასვამს.


აუცილებელია ორსულობა დაიგეგმოს მაშინ როდესაც ამის ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ფინანსური მზადყოფნა არსებობს რაც თავისთავად გამორიცხულია ნაადრევ ასაკში.


სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მოზარდობის პერიოდში არასასრველი ორსულობის და ნაადრევი ქორწინების პრევენციას მოზარდის სექსუალური განათლება უზრუნველყოფს. რაც უფრო კარგად აქვს მოზარდს გააზრებული საკუთარი სექსუალური ქცევის შედეგები, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას. არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან თავდაცვის საშუალებების შესახებ ცოდნა ბევრად ამცირებს მათ რისკს და ეხმარება მოზარდს სწორი არჩევანის გაკეთებაში.