9 გავრცელებული შეცდომა კონდომის გამოყენებისას

9 გავრცელებული შეცდომა კონდომის გამოყენებისას

ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ კონდომს სწორად იყენებს. თუმცა, ადამიანების 2/3 მოხმარებისას მარტივ შეცდომებს უშვებს.

მსგავსი შეცდომები დიდ რისკებთან არის დაკავშირებული,როგორიცაა მაგალითად დაუგეგმავი/არასასურველი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციები. როგორ ავიცილოთ მსგავსი შეცდომები თავიდან?

  • აუცილებლად შეამოწმეთ კონდომის შეფუთვა და დარწმუნდით, რომ ის დაზიანებული არ არის. მათი დაზიანება საკმაოდ ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონდომს საფულეში ან ჯიბეში ინახავთ;
  • შეამოწმეთ კონდომის ვარგისიანობა. შეფუთვაზე ყოველთვის არის დატანილი პროდუქტის მოხმარების ვადა. გამოყენებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ მისი ვარგისიანობა. ვადაგასული კონდომი ნაკლებად ეფექტურია და დაცვის მცირე პროცენტს უზრუნველყოფს;
  • ხშირად კონდომს სექსუალური აქტის დაწყების შემდეგ იკეთებენ. საკმარისი არ არის მისი მოხმარება უშუალოდ ეაკულაციის წინ. მაქსიმალური დაცულობისთვის, აუცილებელია რომ კონდომი სექსუალური აქტის დაწყებისთანავე მოიხმაროთ;
  • კონდომის გაკეთების დროს სპერმის რეზერვუარს დააჭირეთ ცერა და საჩვენებელი თითი ისე, რომ აუცილებლად გამოიდევნოს ჰაერი;
  • აუცილებლად დააკვირდით, რომ კონდომს სწორი მხრიდან იკეთებთ, ისე რომ ფუძის მიმართულებით მარტივად ჩამოვიდეს;
  • არ მოიხსნათ კონდომი სექსუალური აქტის დასრულებამდე;
  • სექსუალური აქტის დასრულებისთანავე მოიხსენით კონდომი, ისე რომ სპერმა არ დაიღვაროს;
  • ამოიყენეთ მხოლოდ წყლის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტი. ზეთოვანმა პროდუქტმა შეიძლება კონდომი დააზიანოს.