რას ნიშნავს პერლის ინდექსი (Pearl Index)?

რას ნიშნავს პერლის ინდექსი (Pearl Index)?

პერლის ინდექსი — არის კონტრაცეპტივების ეფექტურობის შეფასების საზომი. რაც უფრო დაბალია პერლის ინდექსი, მით უფრო უეფექტრია კონტრაცეპტული მეთოდი.

პერლის ინდექსის გაანგარიშება ემყარება დაკვირვებას 100 ფერტილური ასაკის ქალზე, რომლებიც რეგულარულად იყენებენ სხვადასხვა კონტრაცეპტულ მეთოდს, ერთი წლის განმავლობაში.

შესაბამისად, პერლის ინდექსი 0 ნიშნავს, რომ ამ პერიოდში 100 ქალიდან არც ერთი არ დაორსულდა. პერლის ინდექსი 1 ნიშნავს, რომ 100 ქალიდან ერთი დაორსულდა კონტრაცეფციის გამოყენების მიუხედავად; პერლის ინდექსის 0,1 ნიშნავს, რომ 1000 – დან ერთი ქალი დაორსულდა ერთი წლის განმავლობაში.