როგორ უნდა მოიქცეთ, როცა თქვენს შვილს აშინებენ?

რისი გაკეთება არ შეიძლება, თუ თქვენს შვილს აშინებენ ან ემუქრებიან?
არ ჩათვალოდ მსუბუქად ან საპატიებლად მოძალადის საქციელი. ამან შეიძლება თქვენს შვილს აფიქრებინოს, რომ ბულინგი მისი ბრალია. თუ ეს მოხდა, მან შეიძლება აღარ აღგიქვათ იმ პიროვნებად, რომელთანაც დასახმარებლად მისვლა შეუძლია;
ეცადეთ არ აჩქარდეთ თქვენი შვილისთვის ამ პრობლემის გადაჭრაში. ნაცვლად ამისა, დააცადეთ თქვენს შვილს მოგმართოთ თქვენ საკუთარი იდეებით და დაეხმარეთ მას იმის გამორკვევაში, ეს იდეები მის პრობლემას გამოასწორებს თუ გააუარესებს;
არ ურჩიოთ შვილს, რომ იჩხუბოს – ძალადობა არ გადაჭრის პრობლემას. შეიმუშავეთ არაძალადობრივი მეთოდები საკუთარი შვილისთვის, იმისათვის რომ ასაუბროთ, თუ როგორ გრძნობს თავს, რას ფიქრობს კონკრეტულ შემთხვევებზე და პრობლემის გადაჭრაზე;
არ დარჩეთ მოძალადესთან ან მოძალადის მშობლებთან მარტო პირისპირ.