ადამიანის სექსუალურ სურვილებთან დაკავშირებულ მითები და რეალობა
დღევანდელ პოსტში კი ჩვენი ფსიქოლოგი ადამიანის სექსუალურ სურვილებთან დაკავშირებულ მითებზე გიამბობთ, ხოლო მეცნიერული კვლევის შედეგად დადგენილი რეალობა დაგეხმარებათ მათ გაქარწყლებაში.
მითი:
- ქალთა უმეტესობას სინამდვილეში არ სურს სექსი
რეალობა:
- ქალების უმეტესობას სურს სექსი, თუმცა თუ ქალი ვერ იღებს შესაბამის სიამოვნებას, შესაძლოა დაკარგოს სექსისადმი ინტერესი.
მითი:
- თუ გსურთ სექსი, მაშინ აუცილებლად უნდა უნდა გქონდეს.
რეალობა:
- სექსუალური სურვილი აუცილებელი წესით არ იწვევს სექსუალურ აქტივობას. რეალურად, ადამიანებს მოსწონთ სურვილის (turn on) შეგრძნება, თავად სექსის გარეშე.
მითი:
- თუ ბიჭს აქვს ერექცია ან თუ გოგოს საშო ლუბრიკანტს გამოჰყოფს, ესე იგი მას აუცილებლად სურს სექსი.
რეალობა:
- ერექცია ან ლუბრიკაცია ყოველ მიზეზს გარეშე ან ისეთი მიზეზით, რომელიც სექსუალურ სურვილთან არანაირ კავშირში არაა. მაგალითად, მამაკაცების უმეტესობა დილით ერექციით იღვიძებს იმიტომ, რომ მათი შარდის ბუშტი სავსეა. ასევე, თინეიჯერ ბიჭებს ხშირად აქვთ სპონტანური ერექცია, რომელსაც მათი სხეულის ფიზიოლოგია განაპირობებს და არა სექსუალური სურვილი.
მითი:
- თუ მამაკაცი ხარ ესე იგი სულ გსურს სექსი.
რეალობა:
- კაცებს ყოველთვის არ უნდათ სექსი, ისინიც ისევე გრძნობენ განსხვავებებს სექსუალური სურვილის დონეებს შორის, როგორც ქალები.
მითი:
- თუ მამაკაცს არ აქვს ერექცია სექსუალურ სიტუაციაში, ესე იგი მას არ სურს ის ადამიანი ვისთან ერთადაც ამ დროს იმყოფება.
რეალობა:
- მამაკაცს შესაძლოა არ ქონდეს ერექცია სექსუალურ სიტუაციაში ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო. ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება განპირობებული იყოს მისი ემოციური მდგომარეობით: გაბრაზება, სექსუალური აქტის შიში და ა.შ.
მითი:
- თუ გსურს სექსი, ხდები სექსუალურად აღგზნებული.
რეალობა:
-
ხანდახან ადამიანს სურს სექსი, მაგრამ არ აღიგზნება. ასეთი რამ ყველა ადამიანს ემართება ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, ეს ნორმალურია.
ვაგრძელებთ სექსუალურ სურვილებთან დაკავშირებულ მითებზე და რეალობაზე საუბარს:
მითი:
- სოციალურ მოლოდის, რომ ქალს არ სურს სექსი არ შეუძლია გავლენა მოახდინოს მისი სურვილის დონეზე.
რეალობა:
- სექსუალურ სურვილებზე გავლენას ახდენს სოციალური მოლოდინიბი. თუ ქალი ფიქ რობს, რომ მას არ უნდა სურდეს სექსი, მაშინ მან შეიძლება შეზღუდოს თავისი სექსუალური სურვილები.
მითი:
- მამაკაცებს მეტად სურს სექსი ვიდრე ქალებს.
რეალობა:
- სექსუალური სურვილების დონეები იცვლება ინდივიდიდან ინდივიდამდე და სიტუაციიდან სიტუაციამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების რაღაც პერიოდში, შესაძლოა ქალს უფრო მეტად სურდეს სექსი ვიდრე მამაკაცს.
მითი:
- ადამიანებს არ აქვთ ისეთი სექსუალური ფანტაზიები, რისი განცდაც რეალურ ცხოვრებაში არ სურთ.
რეალობა:
- ფანტაზიები არის უბრალოდ ფანტაზიები. ადამიანს შეიძლება ისეთი სექსუალური ფანტაზია ჰქონდეს, რომლის განცდაც რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელი იყოს ან არ ქონდეს ამისი სურვილი.
მითი:
- სექსუალური სურვილის დონე არ იცვლება დროისა და გარემოებების გამო.
რეალობა:
- სექსუალური სურვილის „ნორმალური“ დონე იცვლება ფიზიკური, ემოციური და სოციალური ფაქტორების ზეგავლენით. თუ ადამიანს თავისი სურვილის დონე პრობლემას ან დისკომფორტს უქმნის სასურველია გაესაუბროს სექსოლოგს ან სექსუალური ჯანმრთელობის სპეციალისტს.
მითი:
- ნორმალური არ არის, რომ კაცებს ზოგჯერ არ უნდათ სექსი.
რეალობა:
- არც მამაკაცს და არც ქალს არ სურს ყოველთვის სექსი. ეს ნორმალურია.