კომბინირებული საინექციო კონტრაცეპტივები
კომბინირებული საინექციო კონტრაცეპტივები – ჰორმონ ესტროგენისა და პროგესტაგენის შემცველი პრეპარატებია. ყოველთვიური საინექციო კონტრაცეპტივის ინექცია კეთდება თვეში ერთხელ.
აღნიშნული მეთოდი შექცევადია, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, შვილოსნობის ფუნქცია კვლავ აღდგება.
ეფექტურობა:
- 0,05 ორსულობა 100 ქალზე/წელიწადში, სწორად და რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში.
- 3 ორსულობა 100 ქალზე/წელიწადში არარეგულარულად გამოყენების შემთხვევაში.
კომბინირებული საინექციო კონტრაცეპტივები კონტრაცეფციის შედარებით ახალი მეთოდია.
მისი უპირატესობებია: მაღალი ეფექტურობა, გამოყენების სიმარტივე (არ საჭიროებს ყოველდღიურ მოხმარებას) და შექცევადობა. ასევე, პრეპარატის მოხმარების შეწყვეტა შეიძლება ნებისმიერ დროს.
აღნიშნული მეთოდი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.
უნდა გვახსოვდეს, რომ პრეპარატის მოხმარებისას შეიძლება გამოვლინდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები, რომელსაც მიეკუთვნება: პირველი 3 თვის განმავლობაში, წონაში მომატება, თავის ტკივილი, მენსტრუალური ციკლის ცვლილებები: შესაძლოა გამოიწვიოს ყოველთვიური მენსტრუალური სისხლდენის შეჩერება, რაც, არ აყენებს ზიანს ქალის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში, მენსტრუაციის არარსებობა მსგავსია ორსულობის დროს სისხლდენის შეჩერებასთან, როდესაც სხეულში სისხლი არ გროვდება.
არ იწვევს უნაყოფობას ქალებში, ისევე როგორც არ იწვევს ადრეულ მენოპაუზას, არ იწვევს ქავილს, არ მოქმედებს ქალის სექსუალურ ქცევაზე.
ვის შეუძლია გამოიყენოს ყოველთვიური ინექციური კონტრაცეპტივები?
ყოველთვიური კონტრაცეპტიული ინექცია შეიძლება გამოყენებულ იქნას თითქმის ყველა ქალის მიერ, როგორც უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი.
მას იყენებენ ნებისმიერი ასაკის ქალები (მოზარდი გოგონები, ისევე როგორც 40 წელს გადაცილებული ქალები);
ქალები, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ანამნეზში აღენიშნებოდათ ხელოვნური ან სპონტანური აბორტი;
ყოველთვიური ინექციური კონტრაცეპტივების პირველი ინექცია ქალებს შეუძლიათ მიიღონ მშობიარობიდან 6 თვის შემდეგ, ან მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ, ძუძუთი კვებაზე უარის თქმისას, როგორც კი ჩვილის კვების ძირითადი მეთოდი ხელოვნურ კვებაზე გადასვლაა (ან ჩვილი ნაწილობრივ ძუძუთი კვებაზეა);
მეთოდი მისაღებია 35 წელს გადაცილებული მწეველი ქალებისთვისაც, მოწეული სიგარეტის რაოდენობის გათვალისწინებით (როდესაც მოწეული სიგარეტის რაოდენობა არ აღემატება 15 ღერს დღეში);
მეთოდი მისაღებია აივ ინფიცირებული ქალებისთვის, განურჩევლად იმისა, იღებენ თუ არ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას, ისევე როგოც, ანტირეტროვირუსული თერაპია (ART) არ მოქმედებს კონტრაცეპციის ეფექტზე.
აივ ინფიცირებულ ქალებს ვურჩეეთ, ეს მეთოდი გამოიყენონ კონდომთან ერთად, რაც აივ ინფექციისა და სხვა სგგ ინფექციებისგან პრევენციის ეფექტური საშუალებაა.
კონტრაცეპტივის მიღების რეკომენდებული გრაფიკი მკაცრად უნდა იყოს დაცული.
რეგულარული ინექციები კეთდება ყოველ 4 კვირაში ერთხელ (დაშვებულია 7 დღით ადრე ან დაგეგმილზე 7 დღით გვიან).
ინექცია კეთდება ღრმად, ბარძაყის კუნთებში, ზედა მხრის კუნთებში (დელტოიდური კუნთი) ან დუნდულოებზე (გლუტეალის ზედა გარეთა ნაწილი); არ არის რეკომენდებული ინექციის ადგილის მასაჟი.
მეთოდის ეფექტურობა დამოკიდებულია რეკომენდებული წესების ზედმიწევნით დაცვაზე.
მეთოდის გაუქმების შემდეგ, საშუალოდ, ფერტილობის აღდგენის პერიოდი -1 თვეა.
მეთოდთან დაკავშირებით ბევრი ცრუ ინფორმაცია არსებობს, რომელიც უკავშირდება უშვილობას, ნაადრევ მენოპაუზას, მეთოდის გამოყენების შემდეგ დაორსულების შემთხვევაში ნაყოფზე ზემოქმედებას და სხვა:
- შეიძლება შეწყდეს სისხლდენა, მოხდეს ცვლილებები მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის საშიში
- არ იწვევს უშვილობას
- არ იწვევს ნაყოფს დეფექტებს
- არ იწვევს ლიბიდოს ცვლილებას
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პროფესიონალთან კონსულტაცია აუცილებელია, რადგან არსებობს მდგომარეობები/დაავადებები, როდესაც კონტრაცეფციის აღნიშნული მეთოდი არ გამოიყენება.