ლევონორგესტრელის შემცველი საშვილოსნოსშიდა საშუალებები

საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტიული და სამკურნალო სისტემა «სპირალი» – წარმოადგენს T- ფორმის ლევონორგესტრელის გამათავისუფლებელ მოწყობილობას.
აღსანიშნავია, რომ, T ფორმის სტრუქტურა შეიცავს ბარიუმის სულფატს, რაც მას ხილულს ხდის ექოსკოპიური გამოკვლევის დროს.

საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტიული და სამკურნალო სისტემა «სპირალი» – წარმოადგენს T- ფორმის ლევონორგესტრელის გამათავისუფლებელ მოწყობილობას.
აღსანიშნავია, რომ, T ფორმის სტრუქტურა შეიცავს ბარიუმის სულფატს, რაც მას ხილულს ხდის ექოსკოპიური გამოკვლევის დროს.

ფარმაკოლოგიური ეფექტი:
ლევონორგესტრელის საშვილოსნოსშიდა თერაპიულ სისტემას (სპირალი), უპირატესად ადგილობრივი პროგესტაგენული მოქმედება აქვს.
გესტაგენი (ლევონორგესტელი), დაბალი დღიური დოზით გამოიყოფა უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში. ენდომეტრიუმში ლევონორგესტრელის მაღალი კონცენტრაცია ხელს უწყობს ესტროგენისა და პროგესტერონის რეცეპტორების მგრძნობელობის შემცირებას, შესაბამისად, იწვევს ენდომეტრიუმის მორფოლოგიურ ცვლილებებს.
საშვილოსნოს ყელის სეკრეციის სიბლანტის მომატება კი ხელს უშლის საშვილოსნოსში სპერმის შეღწევას და განაყოფიერებას სპერმის მოძრაობისა და ფუნქციონირების ინჰიბირებით.

ეფექტურობა – 1 ორსულობაზე ნაკლები 100 ქალზე, 1 წლის მანძილზე.
ლევონორგეტრელის შემცველი სპირალის გამოყენება გავლენას არ ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ქალების დაახლოებით 80%, რომელთაც სურთ ბავშვის გაჩენა, ორსულდებიან სპირალის ამოღებიდან დაახლოებით 12 თვის განმავლობაში.
 ლევონორგესტრელის «სპირალი» შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიული მიზნითაც, მაგალითად, ადენომიოზის, ენდომეტრიტის, ექსტრაგენიტალური დაავადებების, მენორაგიის სამკურნალოდ; ისევე როგორც, მენსტრუალური სისხლის დაკარგვის შემცირება ამცირებს რკინადეფიციტური ანემიის რისკს. ლევონორგესტრელის სპირალი ამცირებს დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაცია) სიმპტომების სიმძიმეს.

სპირალის შეყვანის შემდეგ ლევონორგესტელი სისხლის პლაზმაში ვლინდება 1 საათში, ხოლო კონცენტრაციის მაქსიმუმი მიიღწევა მიღებიდან 2 კვირაში.

გამოყენების ჩვენება:

«სპირალი» შეიძლება გამოყენებულ იქნას ქალებში, რომლებიც თანადროულად იყენებენ პერორალურ ან ტრანსდერმალურ პრეპარატებს.
სპირალის სისტემის საშვილოსნოს ღრუში მოთავსება ხდება მხოლოდ ექიმის მიერ, რომელსაც აქვს სპირალთან მუშაობის გამოცდილება და კარგად არის მომზადებული ზემოთ აღნიშნული პროცედურის ჩატარებისთვის.

სპირალის საშვილოსნოს ღრუში მოთავსებამდე, ქალი კარგად უნდა იყოს ინფორმირებული სპირალის ეფექტურობის, რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, უნდა ჩატარდეს მენჯის ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების ზოგადი და გინეკოლოგიური გამოკვლევა, ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის გადაწყვეტილებით, ტარდება ნაცხის გამოკვლევა საშვილოსნოს ყელიდან. უნდა გამოირიცხოს ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ისევე როგორც, სრულად უნდა განიკურნოს მენჯის ანთებითი დაავადებები.

რეპროდუქციული ასაკის ქალებში, სპირალის საშვილოსნოს ღრუში მოთავსება მიზანშეწონილია მენსტრუაციის დაწყებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში.
ჰორმონალური სშ სისტემის ინსტალირებიდან 4-12 კვირის შემდეგ საჭიროა ქალის განმეორებითი გამოკვლევა, შემდეგ კი წელიწადში ერთხელ ან უფრო ხშირად, კლინიკური ჩვენებით.
სპირალის შეიცვლა ახალი სპირალით შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს.ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება აბორტის შემდეგ, იმ პირობით, რომ არ არსებობს სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები.
მშობიარობის შემდგომ პერიოდში სპირალის მეთოდის გამოყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ საშვილოსნოს სრული ინვოლუციის შემდეგ, ეს ნიშნავს,რომ მშობიარობიდან მინიმუმ 6 კვირა უნდა იყოს გასული.

გვერდითი მოვლენები:
უმეტეს ქალებში, ჰორმონალური სპირალის მეთოდით სარგებლონის შემდეგ, შეიმჩნევა ციკლური სისხლდენის ხასიათის შეცვლა (მაგალითად, სისხლდენის ხანგრძლივობის ზრდა ან არარეგულარული სისხლდენა), თუმცა, მისი გამოყენების პირველი წლის ბოლოსთვის ამ მოვლენების სიხშირე მცირდება.

გამოყენების უკუჩვენებები:

არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *