ქალის ქირურგიული სტერილიზაცია

 ქალის ქირურგიული სტერილიზაცია

ქალის სტერილიზაცია (ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფცია, მილის ოკლუზია, მილის ლიგირება) არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც იწვევს დაორსულების და მშობიარობის უნარის დაკარგვას და წარმოადგენს კონტრაცეფციის უაღრესად ეფექტურ მეთოდს, ყველაზე ხშირად შეუქცევადი შედეგით.

სტერილიზაციის მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ იქმნება საშვილოსნოს მილების ხელოვნური ობსტრუქცია, ამიტომ განაყოფიერება უკვე შეუძლებელია, ვინაიდან კვერცხუჯრედი იზოლირებულია სპერმისგან. ამისათვის რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს – მილები იკვანძება, იკვეთება, იკეტება ან იჭრება სპეციალური დამჭერებით.
უსაფრთხო და მაღალეფექტური თანამედროვე მეთოდია, იმ შემთხვევებში, როდესაც სრულდება წესების სრული დაცვით, ლიცენზირებული, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ მხოლოდ თანამედროვე კლინიკებში. ეს არის რეაბილიტაციის და გარანტირებული ეფექტურობის მინიმალური პირობები.
სტერილიზაციის ოპერაცია ტარდება სამედიცინო მიზეზების გამო ან ნებაყოფლობით.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ქალების სამედიცინო სტერილიზაცია ხორციელდება მხოლოდ ქალის ნებაყოფლობითი თანხმობით, მისი წერილობითი განცხადებით და პაციენტისთვის პროცედურის ყველა ნიუანსის წინასწარი ახსნის შემდეგ.

სტერილიზაცია იყოფა შეუქცევად და პირობითად შექცევად მეთოდებად. შეუქცევადი ქირურგიული სტერილიზაციის მეთოდი შესაფერისია იმ ქალებისთვის, რომლებმაც თავდაჯერებულად გადაწყვიტეს მომავალში არ ჰყავდეთ შთამომავლობა.ხოლო იმ ქალებისთვის, რომლებიც ორჭოფობენ, შექცევადი ქალის სტერილიზაცია შესაფერისი ვარიანტია.

ქალის სამედიცინო სტერილიზაციის შემდეგ პაციენტი ინარჩუნებს სექსუალურ ფუნქციას, ისევე როგორც მენსტრუალური ციკლის სტაბილურობას.

ოპერაციის ტიპები:

არსებობს სტერილიზაციის რამდენიმე მეთოდი:

  • ლაპარასკოპია
  • ჰისტეროსკოპია
  • მინილაპაროტომია

თუმცა, ყველაზე გავრცელებული მეთოდია ლაპაროსკოპიული ქირურგია.
მილის გადაკვანძვა (ლიგირება) შეიძლება ჩატარდეს საკეისრო კვეთის დროს, ან ბუნებრივი მშობიარობიდან 1-2 დღის, ან მშობიარობიდან > 6 კვირის შემდეგ.

ქირურგიული სტერილიზაციის უპირატესობები

  • ქირურგიული სტერილიზაცია არის ერთჯერადი ქირურგიული პროცედურა თითქმის 100% კონტრაცეპტული ეფექტით:
  • შესაძლო გართულებების განვითარების დაბალი რისკი (შემთხვევათა 0.5-1% -ზე ნაკლები);
  • არ ახდენს გავლენას ქალის ლიბიდოზე (სექსუალური ლტოლვა);
  • არ ცვლის მენსტრუალური სისხლდენის ბუნებას;
  • არა აქვს გვერდითი მოვლენები.

ქირურგიული სტერილიზაციის უარყოფითი მხარეები

  • ქირურგიული ჩარევის საჭიროება;
  • მეთოდის თითქმის შეუქცევადობა;
  • ექტოპიური ორსულობის დაწყება (უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში).

ქალის სტერილიზაციის შედეგები

  • ქირურგიული სტერილიზაციის შემდეგ ეფექტი არის ნაყოფიერების დაკარგვა.
  • რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენა მოითხოვს განმეორებით ქირურგიულ ჩარევას – პლასტიკური ქირურგიით მილების გამტარიანობის აღსადგენად. თუმცა, ასეთი ოპერაციის ეფექტურობა ძალიან დაბალია.
    უნდა გვახსოვდეს, რომ სტერილიზაცია არის დაცვა არასასურველი ორსულობისგან, მაგრამ არა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან, მათ შორის აივ ინფექციისგან. თუ არსებობს ინფექციის რისკი, უმჯობესია გამოიყენოთ კონდომი.

ჩვენებები:

  • არსებობს სამედიცინო და სოციალური ჩვენებები. სამედიცინო ჩვენებები მოიცავს იმ პათოლოგიებს, რომელთა არსებობისას დიდია ნაყოფის სიმახინჯის ალბათობა, ან ორსულობა საფრთხეს უქმნის მომავალი დედის სიცოცხლეს. სოციალური ჩვენებები განისაზღვრება ქვეყნის კანონმდებლობით.

უკუჩვენებები:

  • უკუჩვენებებს მიეკუთვნება სხვადასხვა დაავადებები და მდგომარეობები, რომელთა დროს არ ტარდება სტერილიზაციის პროცედურა, სანამ არ მოხდება მათი აღმოფხვრა, ან ტარდება დამატებითი რეკომენდაციების დაცვის საფუძველზე.