ორსულობა

ორსულობა


ორსულობა ფიზიოლოგიური პროცესია, მომავალი დედის სხეულში განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მომწიფებისა და ნაყოფის ჩამოყალიბებამდე, რომელიც ახალი სიცოცხლის დაბადებით სრულდება.


ახალი სიცოცხლის ჩასახვა განუმეორებელი პროცესია, ვიდრე მამაკაცის სასქესო უჯრედი შეხვდება ქალისას, 3 დან-6 საათის განმავლობაში სპერმატოზოიდები მიემართებიან წინ, და უწევთ მრავალი ბარიერის გადალახვა, რა დროსაც ხდება მათი გამოხშირვა, კვერცხუჯრედამდე კი აღწევენ ყველაზე ამტანი და ძლიერი უჯრედები. როგორც კი ერთი მოახერხებს კვერცხუჯრედის გარღვევას და შეღწევას ხდება განაყოფიერება.


როდესაც მამაკაცის სასქესო უჯრედები საბოლოოდ აღწევენ კვერცხუჯრედში ხდება მათი ქრომოსომების შერწყმა, შედეგად ყალიბდება უჯრედი-ზიგოტა-განუმეორებელი გენეტიკური კოდით. სამი დღის განმვლობაში ზიგოტა მოძრაობს საშვილოსნოს ყელში და ამის შემდეგ ხვდება საშვილოსნოს ღრუში. ზიგოტა 6-7დღის შემდეგ საშვილოსნოს მილიდან ხვდება საშვილოსნოში და იწყებს სასურველი ადგილის შერჩევას მიმაგრებისათვის და დგება ორსულობა.


მოგვიანებით ყალიბდება ახალი, სრულიად უნიკალური ორგანო საშვილოსნოში-პლაცენტა, რომელიც უზრუნველყოფს ნაყოფისათვის სრულფასოვანი გარემოს შექმნას მის დაბადებამდე და ასრულებს ნაყოფის ფილტვის, თირკმლის, საჭმლის მომნელებელ ფუნქციებს, და უფრო მეტიც-მოქმედებს როგორც ფილტრი ნაყოფის დასაცავად ბაქტერიებისა და ვირუსებისგან. წარმოქმნის უამრავ ჰორმონს და აქტიურ ნივთიერებებს. ის დედის ორგანიზმს ტოვებს ნაყოფის დაბადებასთან ერთად.


ასევე დიდ როლს თამაშობს ნაყოფის განვითარებისათვის სანაყოფო წყლები და ჭიპლარი. ჭიპლარის სისხლძარღვების საშუალებით ხდება დედასა და ნაყოფს შორის სისხლის ცვლა, ნაყოფის მომარაგება ჟანგბადით და ყველა საჭირო ნივთიერებებით. ხოლო სანაყოფო წყლები იცავენ ნაყოფს გარე ფაქტორებისაგან, როგორიცაა: საშვილოსნოს კედლების ზეწოლა, ტემპერატურის ცვლილება, დარტყმა და ხმაური, ასევე მონაწილეობენ ნივთიერებთა ცვლაში. ასე, რომ ნაყოფს ექმნება სრულფასოვანი პირობა განვითარებისთვის.
ორსულობა 9 თვეს გრძელდება. გზა ჩასახვიდან დაბადებამდე 40 კვირას ითვლის ანუ 10 სამეანო თვეს, 1 სამეანო თვის ხანგრძლივობა კი 28 დღეს შეესაბამება.


სწორედ ამიტომ ორსულობის კალენდარი ითვლის არა 9, არამედ 10 სამეანო თვეს. ორსულობას პირობითად 3 ეტაპად (ტრიმესტრად) ყოფენ: I ტრიმესტრი-ნაყოფის ორგანიზმის და ორგანოების განვითარებისა და ჩამოყალიბების პერიოდი, II ტრიმესტრი- ნაყოფის სასიცოცხლო სისტემების ფუნქციონირების, III ტრიმესტრი-მომზადება დაბადებისათვის