ძუძუს კიბო ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება

ძუძუს კიბო ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება

საკმაოდ ხშირად, ძუძუს კიბოს დიაგნოსტირება გვიან სტადიაზე ხდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ძუძუს კიბოს სკრინინგის მიზნით, საერთაშორისო სამედიცინო საზოგადეობის მიერ რეკომენდირებულია ყოველთვიური თვითშემოწმება, რაც დაგეხმარებათ მალევე აღმოაჩინოთ დაავადება.
იმისათვის, რომ თვითდიაგნოსტირება წარმატებული იყოს, აუცილებელია ვიცოდეთ რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას.

  • პირველ რიგში, ლიმფური კვანძების შესიება და გადიდება თქვენი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. ეს შეიძლება ძუძუს კიბოს ერთ-ერთი სიმპტომი იყოს, თანაც მისი აღმოჩენა მარტივადაა შესაძლებელი სისტემატური თვითშემოწმების გზით.
  • ძუძუს თავების ნებისმიერი სახის ცვლილებას ყურადღება უნდა მიქაციოთ. მათ შორის, აუცილებლად დააკვირდით ხომ არ გაიზარდა მგრძნობელობა ან ხომ არ შეიცვალა კანმა ფერი.
  • რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძუძუს კიბოს ერთ-ერთი სიმპტომი არის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ჩალურჯებები და დაბეჟილობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ იკურნება ან არ იწოვება.
  • ხველება ძუძუს კიბოს კიდევ ერთი შესაძლო სიმპტომია. თუ თქვენ არ ხართ გაციებული, არ გტკივათ ყელი და მაინც გახველებთ, მაშინ ამ სიმპტომს ყურადღება უნდა მიაქციოთ.