იცით, თუ არა, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავდაცვა – მხოლოდ კონდომის საშუალებით არის შესაძლებელი?! ხოლო დაავადებები, რომლისგანაც გვიცავს არც ისე უსაფრთხოა.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) არის დაავადებები, რომლებიც უპირატესად ვრცელდება ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კავშირით.

აღნიშნული ინფექციები უფრო ხშირად ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში ვითარდება. არ არსებობს მათი საწინააღმდეგო ვაქცინა. ისინი იწვევენ ისეთ სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა მხედველობის დაკარგვა, უნაყოფობა და სიკვდილი.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) ვრცელდება ძალიან სწრაფად; ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ინფიცირდება და უმეტეს შემთხვევაში მათი ასაკი არ აღემატება 30 წელს.

გავრცელებულია შემდეგი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები:

ჩვენს რუბრიკაში მათ სათითაოდ განვიხილავთ. დღევანდელ პოსტში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაზე, გონორაზე ვისაუბრებთ:

ეს არის ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. გამომწვევია – გონოკოკი. მისი გადადება ხდება სექსუალური კონტაქტის გზით.

სიმპტომები:

რა მოხდება თუ არ ჩაიტარებთ მკურნალობას:

რა გავლენას ახდენს გონორეა ახალშობილზე?

ინფიცირებულ ახალშობილს უვითარდება თვალის, სასუნთქი გზების სეროზული დაავადებები, რაც ხშირად გამოუსწორებელი შედეგებით მთავრდება. დიაგნოზის დადგენა ხდება გამონადენის შემოწმებით. გონორეის თვითმკურნალობა საშიშია, რადგან ყველა ანტიმიკრობული პრეპარატი არ კლავს გონოკოკს, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *